Робота для біженців з України
ხარისხის დირექტორი  - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის დირექტორი 
მომწოდებელი: Caucasian PET Company
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
სს "კავკასიან პეტ კომპანი" ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.

ჩვენი ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში

ვაცხადებთ ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: ხარისხის დირექტორი

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა - ქ. რუსთავი, საქართველო. სამუშაო გრაფიკი 08:00-დან 17:00-მდე, შაბათი და კვირა დასვენება. საგამოცდო პერიოდის გასვლის შემდეგ კვირაში 1 დღე დისტანციური სამუშაო დღის აღების საშუალება.
** გამოსაცდელი ვადა - 6 თვე.
** პრემირება - წლის მუშაობიდან გამომდინარე.
** ჩვენი სოციალური პაკეტი მოიცავს: ჯანმრთელობის დაზღვევა; ტრანსპორტირება - სამსახურში მიყვანა-წამოყვანა (რუსთავში); კორპორატიულ ნომერი; კვება; FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, სატრენაჟორო დარბაზი).

თანამდებობრივი მოვალეობები:

** ხარისხის სამსახურის მუშაობის კოორდინირება და მართვა.
** ინტეგრირებული მართვის სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
** ორგანიზაციის განყოფილებების კოორდინირება, შემოწმება და დახმარება მართვის სისტემის შემუშავებაში, დანერგვაში და ფუნქციონირებაში.
** შიდა და გარე აუდიტების ჩატარების ორგანიზება და კოორდინირება.
** მომხმარებელთა პრეტენზიებზე და მიღებულ რეკლამაციებზე მუშაობა.
** ტექნიკური დოკუმენტაციის, მეთოდოლოგიების და ინსტრუქციების შემუშავება.
** მომწოდებელთან მუშაობა მიწოდებული პროდუქციის ხარისხის საკითხებზე.
** ხარისხის მართვის სისტემებისა და პროდუქციის უსაფრთხოებაზე თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარება.
** ხარისხის სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: ტექნიკური (სტანდარტიზაცია, მეტროლოგია, ტექნოლოგი, ინჟინერი და სხვ.); ქიმიკოსი.
** აუცილებელია სტანდარტების ცოდნა ISO 9001, FSSC 22000, ISO 45001. სხვა დამატებითი სტანდარტის ცოდნას მივესალმებით.
** წინა დაკავებული თანამდებობა - ხარისხის მენეჯერი, ლაბორატორიის უფროსი, შიდა აუდიტორი. საქმიანობის სფერო: ლაბორანტი - ქიმიკოსი; ტექნოლოგი; ინჟინერი.
** საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა.
** პერსონალის მართვის უნარი.
** წარმოების ხარისხის კონტროლის განხორციელების გამოცდილება.
** ქართული, რუსული/უკრაინული ენების თავისუფლად ფლობა; ბიზნეს ინგლისურის ცოდნა. 8. საოფისე პროგრამებში მუშაობის უნარი MS Office; Excell.
** მომხმარებლებთან და მომწოდებლებთან პროდუქციის ხარისხის თაობაზე მოლაპარაკებების უნარი.

პიროვნული თვისებები:

** ლიდერული თვისებები, პროაქტიულობა.
** გუნდთან კომუნიკაციის და მუშაობის უნარი.
** მიზანდასახულობა.
** პუნქტუალურობა.
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.
** საკუთარ სფეროში კომპეტენტურობა.
** ახალი მეთოდების მოძიების და დანერგვის უნარი.
** სტრესგამძლე.

რეზიუმე გამოაგზავნეთ ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ინგლისურ ან რუსულ ენაზე ელ. მისამართზე viktoriya.kovalenko@caucasianpet.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე