Робота для біженців з України
ონლაინ გაყიდვების მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ონლაინ გაყიდვების მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: თაიმი
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
საათებისა და აქსესუარების კომპანია "TI`ME" 2013 წლიდან წამყვან პოზიციას იკავებს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის პრიორიტეტი ხარისხი და მრავალფეროვნებაა. იგი მსოფლიოში 40-ზე მეტი ბრენდის წარმომადგენელია. კომპანია მუდმივად ზრუნავს თქვენს კეთილგანწყობაზე.

"TI`ME"-ის მუდმივად მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე და მოტივირებულ კანდიდატებს ონლაინ გაყიდვების მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

ჩვენი გუნდის აქტივობების შესახებ ეწვიეთ LINKEDIN გვერდს - TI`ME Georgia

კომპანიის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: TI`ME

ფუნქცია-მოვალეობები:

** ონლაინ გაყიდვების პროცესის სრული მართვა - შეკვეთების მიღება, დადასტურება და გადამოწმება.
** მომხმარებლებისთვის პროდუქტის შერჩევაში კონსულტაციის გაწევა მათი საჭიროებების გათვალისწინებით
** მომხმარებელთა მოთხოვნების ეფექტური მართვა
** შემოსულ ზარებზე პასუხი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება
** საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება
** თანამშრომლობა ყველა შესაბამის დეპარტამენტთან და ინფორმაციის დროული გაზიარება.
** შეძენილი პროდუქტის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის მონიტორინგი
** შეკვეთებთან, მიწოდებასთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებულ კითხვებზე დროული პასუხი
** შეკვეთის ადრესატთან მიწოდების სრული ციკლის მართვა
** სოციალური ქსელებში მომხმარებელთა კითხვებზე შესაბამისი პასუხები დროული გაცემა.

კვალიფიკაცია:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურებასა და ონლაინ გაყიდვების სფეროში;
** უპირატესობად ჩაითვლება ვებგვერდის ადმინისტრაციულ პანელში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

უნარები:

** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** კომუნიკაციის უნარი როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური ფორმით
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვა
** რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული, ოფისიდან 10:00-19:00 სთ (პარასკევი 10:00-18:00 სთ)
** ლოკაცია: City Tower, ვაჟა-ფშაველას გამზირი №70, პრემიუმ ბიზნესცენტრი.
** საგამოცდო ვადის -3 თვე
** ანაზღაურება (Net): 1300 ლარი
** ყოველთვიური ბონუს სისტემა (გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდგომ).

შერჩევა მოხდება ინტერვიუს საფუძველზე.

TI`ME გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** პროფესიულ განვითარების შესაძლებლობას;
** ბრენდირებულ საჩუქრებს;
** თანამშრომლის ფასდაკლებას ყველა პროდუქტზე;
** გუნდურ ღონისძიებებსა და აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობას.

განაცხადის შემოტანის პროცედურა:

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ მარტივად გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://timeteam.bamboohr.com/careers/132.

კომპანიის მხრიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

რეზიუმე/CV-ის გამოგზავნით თქვენ, აცხადებთ რომ კომპანია "თაიმის" მიერ თქვენი კანდიდატურის შერჩევისა და შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნით განხორციელდეს თქვენი პერსონალური მონაცემების (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების) დამუშავება, მათ შორის, შენახვა (1 წლის ვადით) და მესამე პირთათვის გადაცემა, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ`` საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით.

თანხმობა ეხება წარმოდგენილ ბიოგრაფიულ მონაცემებს და აგრეთვე, სხვა ნებისმიერ პერსონალურ მონაცემს, რომელთა დამუშავება ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით.

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს უარი თქვათ თქვენს მიერ გაცხადებულ თანხმობაზე ან მოითხოვოთ მისი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა (მონაცემთა დამუშავების დროებითი შეჩერება), წაშლა ან განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის გაგზავნის გზით: hr@time.ge

 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე