დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
GFG consulting
|
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
|
ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია "GFG consulting" მომხმარებლებს სთავაზობს ფინანსური სერვისების სრულ სპექტრს, მათ შორის: ბუღალტრულ, ფინანსურ, საგადასახადო და საინვესტიციო მომსახურებას.
ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ ბუღალტერს, რომელიც დისტანციურ საბუღალტრო მომსახურებას გაუწევს GFG-ის კონტრაქტორ კომპანიებს.
სამუშაო ადგილი: დისტანციური
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევის ჩათვლით
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 საათამდე
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის შესაბამისად
ფუნქცია-მოვალეობები:
** ბუღალტრული აღრიცხვის სრული ციკლის მართვა კონტრაქტორი კომპანიის ყოველდღიური ოპერაციების შესაბამისად;
** პირველადი დოკუმენტაციის მიღება, წარმოება და საბუღალტრო ბაზაში ასახვა;
** სალაროს/ბანკის ოპერაციების ყოველდღიური ასახვა ბუღალტრულ პროგრამებში და მათი კონტროლი;
** შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე: RS.GE - ზე ანგარიშ-ფაქტურების / ზედნადების გამოწერა და პროგრამაში ასახვა;
** საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად სხვადასხვა ანგარიშგებების მომზადება (სტატისტიკა, საპენსიო ფონდი და ა.შ.);
** saras.gov.ge-ზე ანგარიშგებების წარდგენაში მონაწილეობა;
** დეკლარაციების (დღგ, მოგება, საშემოსავლო, ქონება და სხვა) დროული და ზუსტი წარდგენა;
** ბუღალტრის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსებში, ბუღალტერიაში ან ეკონომიკაში;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე;
** საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული სტანდარტების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამების (Oris) ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.
რას გთავაზობთ:
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** კომფორტული და მეგობრულ სამუშაო გარემო;
** კონკურენტული ანაზღაურება და ზრდის პერსპექტივა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ.მისამართზე: hr@itrade.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|