დასახელება:
სტაჟირება მარკეტინგის დეპარტამენტში
|
მომწოდებელი:
Borusan CAT
|
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
|
"ბორუსან კატ საქართველოს წარმომადგენლობა" აცხადებს სტაჟირებას მარკეტინგის დეპარტამენტში (6 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა - "ახალი გენერაცია ბორუსან კატში").
ბორუსან კატ საქართველო არის ამერიკული ბრენდის Caterpillar-ის ოფიციალური დილერი საქართველოში 1997 წლიდან (http://borusancat.ge/).
სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო, კახეთის გზატკეცილი 118.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:30
დამატებითი ბენეფიტები: კომპანია უზრუნველყოფს უფასო ტრანსპორტირებას და ლანჩს.
შესაძლებლობა გექნებათ:
** ახლოდან გაეცნოთ ჩვენი კომპანიის საქმიანობას;
** მიღოთ გამოცდილება საერთაშორისო კომპანიაში;
** იმუშაოთ ჩვენი კომპანიის გამოცდილ გუნდის წევრებთან ერთად;
** გაეცნოთ ჩვენს შიდა სამუშაო პროცესებს;
** მიიღოთ ფიქსირებული ანაზღაურება;
** და რაც მნიშვნელოვანია, შეძლებთ მოხვდეთ ჩვენი კანდიდატების მონაცემთა ბაზაში;
კომპანიაში ვაკანსიის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სტაჟირება ჩვენს კომპანიაში.
ძირითადი მოვალეობები:
** სოციალური მედია მხარდაჭერა
- სოციალური მედიის კონტენტის დაგეგმვა და საკონტენტო კალენდრის მართვა (Facebook, Instagram, LinkedIn, YouTube)
- პოსტების ტექსტურ და ვიზუალურ შინაარსის მომზადებაში დახმარება
- ბრენდის ტონისა და ვიზუალური სტილის დაცვა კონტენტში
- კომენტარებისა და შეტყობინებების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტში
- კონკურენტების სოციალური მედია აქტივობების ანალიზი და ახალი იდეების შემოთავაზება
** CRM და იმეილ მარკეტინგი
- იმეილ/SMS კამპანიების შინაარსის მომზადება და დაგეგმვა
- ნიუსლეთერის სტრუქტურასა და დიზაინში მონაწილეობა
- კამპანიების მაჩვენებლების ანალიზი (Open Rate, CTR, Unsubscribe Rate)
- მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება და შეჯამება
** ვებგვერდის და SEO მხარდაჭერა
- ვებგვერდის შინაარსის განახლება და მარტივ ტექნიკურ ცვლილებებში მხარდაჭერა
- საბაზისო SEO ელემენტების გამოყენება (Meta Title, Description, ALT ტექსტები)
- საკვანძო სიტყვების (Keywords) კვლევა და რეკომენდაციების მომზადება
- Google Analytics-ის საშუალებით ტრაფიკისა და მომხმარებელთა ქცევის მონიტორინგი
- ვებგვერდის გაუმჯობესების იდეების წარდგენა მონაცემების საფუძველზე
** მონაცემები და რეპორტინგი
- სოციალური მედიისა და კამპანიების შედეგების შეჯამება Excel/Google Sheets-ში
- ძირითადი KPI-ების აღრიცხვა (reach, engagement, followers growth, campaign performance)
** გუნდთან თანამშრომლობა
- შეხვედრებში მონაწილეობა და იდეების წარდგენა
- მიმდინარე მარკეტინგულ პროექტებში მხარდაჭერა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** განათლება მარკეტინგში, კომუნიკაციაში ან შესაბამის სფეროში;
** სავალდებულოა, ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე;
** სასურველია გამოცდილება სოციალური მედიის, CRM ან ციფრული მარკეტინგის მართვაში;
** სოციალური მედიის პლატფორმების (Facebook, Instagram, LinkedIn, YouTube) ეფექტური გამოყენება;
** CRM სისტემებისა და იმეილ მარკეტინგის ინსტრუმენტების ცოდნა (Mailchimp);
** ძირითადი SEO უნარები და Google Analytics-ის გამოცდილება;
** მონაცემთა ანალიზი, რეპორტინგი Excel/Google Sheets-ში;
** გუნდური მუშაობის უნარი, პრეზენტაციისა და იდეების ეფექტური წარდგენა;
** ინიციატივის გამოჩენა, ცვლილებებისადმი სწრაფი ადაპტაცია და ციფრული ტენდენციების ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: vacancybmgcat@borusan.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიცია.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|