დასახელება:
მიმტანი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო გისტოლა
|
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
|
5 ვარსკვლავიანი სასტუმრო "გისტოლა" მესტიაში აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 1400 ლარი + tips
პირველი ცვლის გრაფიკი: 07:00-15:00
მეორე ცვლის გრაფიკი: 15:00 - 00:00
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრის დახვედრა მაქსიმალური კეთილგანწყობით;
** შეკვეთის მიღება სტუმრისგან და დროული მიწოდება;
** მაგიდის სერვირების უზრუნველყოფა;
** შვედური მაგიდის მომსახურება;
** სარესტორნო გაყიდვების პროგრამაში შეკვეთის გაფორმება;
** სტუმრების მხრიდან პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, სიტუაციის მართვა ან უშუალო მენეჯერისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** ჭურჭლის დაპოლიშება და დაბინავება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ფიზიკურად შრომის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამსახურს და შემოსავალს (სამსახური არ არის სეზონური);
** უფასო კომფორტულ საცხოვრებელს, სასტუმროში არის განკუთნილი ოთახები სტაფის წევრებისთვის (2-3 პერსონა 1 ოთახში);
** სამჯერადი კვება უფასოდ;
** უფასო პრემიუმ კლასის ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** 30%-იანი ფასდაკლება ჩვენ რესტორანში - 23:00-დან სასტუმროს აუზის გამოყენება უფასოდ;
კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** თიფი (tips) ბარათით და ქეშით. ქეშით თიფს იტოვებთ თქვენ, ბარათით რასაც დატოვებენ თვის ბოლოს იყოფა მიმტანებზე (5-6 მიმტანი).
** დილის ცვლის გრაფიკი: 07:00-15:00 (დილით საუზმე შვედური, 11:00-12:00 შვედური საუზმის ალაგება და შესვენება, 12:00-დან რესტორანი იღებს შეკვეთებს)
** საღამოს ცვლის გრაფიკი: 15:00 - 00:00. (ბოლო შეკვეთას ვიღებთ 22:20-ზე, სტუმარს აქვს უფლება რომ რესტორანში იყოს 00:00-მდე. არასეზონზე ხშირად ხდება ისე, რომ 22:30 უკვე თავისუფლები იქნებით, 00:00-მდე არ მოგიწევთ დარბაზში ყოფნა)
** Day off (დასვენება) - ერთი დღე კვირაში, შესაძლებელია დასვენების დღეების დაგროვება და ერთდროულად გამოყენება (მაქს.6 დღე)
** შვებულება: წელიწადში ერთხელ, 10 დღე, შესაძლებელია დაგროვებული day-off ების გამოყენება (მაქს. 14 დღე. თვეები როცა შესაძლებელია შვებულების გამოყენება: ნოემბერს, მარტის და აპრილის თვეებში, ასევე მაისის პირველ ნახევარში, ოქტომბრის მეორე ნახევარში)
დამსაქმებლის მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
** უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (ინგლისური ენა აუცილებელია, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.)
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე: tedo@gistola.ltd ან დაგვიკავშირდით/whatsapp ნომერზე: +995 511 29 29 66
|
|
|
|