დასახელება:
აღმასრულებელი დირექტორი
|
მომწოდებელი:
გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია
|
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
|
გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო
სამუშაო განაკვეთი: სრული გრაფიკი
ანაზღაურება: 3 000 ლარიდან 4000 ლარამდე (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო + ჯანმრთელობის დაზღვევა + ბონუსები (ანაზღაურების ზრდა განიხილება დასაქმებიდან 8 თვის შემდეგ).
ძირითადი მოვალეობები:
** ადმინისტრაციული საქმიანობის განხორციელება და კონტროლი;
** კომპანიის დანაყოფებს შორის ეფექტური ურთიერთქმედების განხორციელების მიზნით სამუშაოს ორგანიზება;
** კომპანიის წარმომადგენლობა მესამე პირებთან ურთიერთობაში;
** იურიდიული დოკუმენტების მომზადება/ანალიზი;
** სასამართლო წარმომადგენლობა;
** კომპანიის თანამშრომლების ზედამხედველობა და მიმდინარე მუშა პროცესების მართვა.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით სავალდებულოა. სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება);
** იურისტად ან ადვოკატად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი (სავალდებულოა);
** ანალოგიურ ან მენეჯერულ პოზიციაზე 1 წელი სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა);
** საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო სამართლის სპეციალობით (სასურველია);
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) სავალდებულოა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელფოსტის მეშვეობით მისამართზე: info.ltdlegalcompany@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|