Робота для біженців з України
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: ბელმარტი
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
კომპანია "ბელმარტი" - 15 წელია ეწევა პრემიუმ ხარისხის სასურსათო პროდუქციის იმპორტს და მათ დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით.
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და პროდუქტების მაღალი ხარისხის სტანდარტს.
ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

პოზიციის დასახელება: მძღოლი

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ს. კედიას #15
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი 10:00-18:00
ანაზღაურება: 1500 ლარი

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია მართვის მოწმობა (B და C კატეგორია)
** სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

მოვალეობები:

** წინასწარ განსაზღვრულ მისამართებზე პროდუქციის მიწოდება/გადატვირთვა
** ავტომანქანის სისუფთავისა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ან პირადი მონაცემები ელექტრონულ მისამართზე: info@grandfoods.ge ან დაგვიკავშირდით: +995 579 90-01-96. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

CV-ების გამოგზავნის ბოლო ვადაა 15 ნოემბერი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე