Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბრიზი საგურამო
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
"ბრიზი საგურამო" ქმნის თანამედროვე საცხოვრებელ სივრცეს, სადაც კომფორტი, უსაფრთხოება და ბუნებასთან სიახლოვე ერთიანდება. ჩვენი პროექტი მდებარეობს თბილისთან ახლოს, მთებში მოქცეულ ლოკაციაზე და სრულიად ახალ ცხოვრების წესს სთავაზობს მომხმარებელს.

კომპანიის შესახებ:

კომპლექსის მშენებლობა 2 წლის წინ დაიწყო, რომელიც მოიცავს 4 ბლოკს და პროექტი სრულდება სრულდება 2027 წელს. პარალელურად მიმდინარეობს ახალი და საინტერესო კონცეფციის პროექტების დაგეგმვა სხვადასხვა ლოკაციაზე. ჩვენი ღირებულებები da მუშაობის უცვლელი სტანდარტია სანდოობა და ხარისხი, რის გამოც A ბლოკის პროექტი სრულად გაყიდულია და ამჟამად მიმდინარეობს B ბლოკის მშენებლობა. გუნდში ვეძებთ ადამიანებს, ვინც იზიარებს ჩვენს ღირებულებებს და მზად არის გახდეს გუნდთან ერთად საინტერესო პროექტების შემოქმედი.

ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს მზარდ გუნდს. თუ გაქვს გამოცდილება გაყიდვებში, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის, ეს ადგილი შენთვისა!

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებთან კომუნიკაცია (ზარების განხორციელება, მეილით კომუნიკაცია);
** ლიდების დამუშავება და მართვა;
** დაინტერესებულ მომხმარებლებთან კომუნიკაცია და კონსულტაცია პროექტების შესახებ;
** ვიზიტების დაგეგმვა და პროექტის ადგილზე გაცნობა, წარდგენა;
** გაყიდვების გეგმის მიხედვით, გეგმის შესრულება შესაბამის ვადებში.

ძირითადი მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია უძრავი ქონების მიმართულებით);
** გამორჩეული კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია).

რას გთავაზობთ:

** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას და რეალისტურ საბონუსე სისტემას, რომელიც დამოკიდებულია მიღწეულ შედეგებზე;
** თანამედროვე, მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: mariam@recruiter-ge.com.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე