Робота для біженців з України
F&B მენეჯერის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: F&B მენეჯერის თანაშემწე
მომწოდებელი: ეიჩპიემ
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
ჩვენ ვართ "არქის" ჰოლდინგში შემავალი კომპანია "HPM", რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.

ჩვენი მიზანია:

** შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
** განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;

ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.

ამჟამად, ვეძებთ თანამშრომელს F&B assistant manager-ის პოზიციაზე, რომელიც კლასტერულად ჩაერთვება ჩვენს არსებულ პროექტებში.

ძირითადი მოვალეობები:

** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილად ცოდნა;
** საკვებთან და სასმელებთან დაკავშირებული რეგულაციების ცოდნა და მონიტორინგი;
** სტუმრისთვის განსაკუთრებული სერვისის შექმნა, მენიუს გაცნობა, კერძების შემადგენლობის, ალერგენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სასმელების დეპარტამენტის ეფექტურად ფუნქციონირების ორგანიზება და კონტროლი;
** განყოფილების თანამშრომელთა ყოველდღიური საქმიანობის შედგენა;
** ახალი თანამშრომლების დახმარება და მონიტორინგი, მათი გადატრენინგება კომპანიის შიდა რეგულაციების თანახმად;
** რესტორნის სერვისის ხარისხსა და სტუმრების კმაყოფილებაზე ზრუნვა;
** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასტუმროს ფუნქციონირების ძირითადი პრინციპებისა და მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** MS Office - ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდის მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@hpm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება:
"Cluster F&B Assistant Manager".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე