ჩვენ ვართ "არქის" ჰოლდინგში შემავალი კომპანია "HPM", რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
ჩვენი მიზანია:
** შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
** განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;
ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.
ამჟამად, 156 ნომრიანი Accor Group-ის სასტუმრო "ibis Tbilisi City" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმრო ოთახების, სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული საერთო გამოყენების სივრცეების მოვლა, ტექნიკურად გამართვა, სარემონტო თუ აღდგენითი სამუშაოების წარმოება;
** ელექტრო და მექანიკური სისტემის შემოწმება, შეკეთება და მუშა მდგომარეობაში შენარჩუნება;
** სისტემის გაუმართაობაზე დროული რეაგირება, როგორიც არის დენის ამორთვა, გაზის შეწყვეტა, წყლის გადაკეტვა, გაჟონვა. მსგავს სიტუაციებზე აუცილებელი ზომების მიღება, გაუმართაობის გადაჭრის გზების ძიება;
** საინჟინრო დანადგარებისა და სასტუმროს აღჭურვილობის მონიტორინგი და მოვლა, მათ შორის ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, საქვაბე, ვენტილაცია, წყალ-მომარაგება, სამრეცხაო, სამზარეულო;
** კომუნალური ხარჯების კონტროლი, დაზოგვის მექანიზმების შემუშავება;
** მიმდინარე და გეგმური სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა, ზედამხედველობა, აღწერა, შესაბამისი მასალების და კოდების გამოყენებით;
** ტექნიკური მომსახურების, აგრეგატებისა და აღჭურვილობის შემოწმების ჩანაწერების წარმოება, ჩანაწერების თვალყურის დევნება შემდგომი ტექნიკური მომსახურების დაგეგმვისთვის;
** სასტუმროს ტექნიკური მომსახურებისათვის საჭირო აუცილებელი მასალების დასაწყობება, მარაგების კონტროლი;
** სარემონტო საინჟინრო სამუშაოთა წარმოებისას უსაფრთხოების ზომების დაცვა;
** ტექნიკური გუნდის ფორმირება, სამუშაო საათების განაწილება, დისციპლინის დაცვა, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა, გუნდის პროფესიული გაზრდის და მათი უნარების განვითარებაზე ზრუნვა;
** საინჟინრო გუნდის გადამზადება, ცოდნის გაზიარება, კვალიფიკაციის ამაღლება;
** სერვისულ მომსახურებაზე არსებული კომპანიებთან კომუნიკაციის ქონა, საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული სპეციალისტების მოწვევა;
** ტექნიკური თუ სერვისული მომსახურების ხარჯების კონტროლი, დანახარჯების ოპტიმიზაცია;
** სასტუმრო ოთახების, სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული საერთო გამოყენების სივრცეების მოვლა, ტექნიკურად გამართვა, სარემონტო თუ აღდგენითი სამუშაოების წარმოება;
** სასტუმროს მექანიკური და ელექტრული სისტემის შეუფერხებელი და გამართული მუშაობა, სისტემის პრევენციული მომსახურება და მოვლა-პატრონობა, რაც ხელს შეუწყობს სტუმრების კომფორტულ გარემოში დასვენებას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასტუმროს ან დაახლოებულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** ტექნიკური პრობლემების გადაჭრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდის მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.ibis@hpm.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ტექნიკური მენეჯერი.";
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
წარმატებებს გისურვებთ!
|