Робота для біженців з України
მზარეულის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეულის დამხმარე
მომწოდებელი: ბონკაფე
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
"Boncafé • ბონკაფე" თავის გუნდში იწვევს აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.

"ბონკაფე" წარმოადგეს ადგილს, სადაც მომხმარებელს ვთავაზობთ ყოველდღიური რაციონის შემადგენელ საკვებ პროდუქტებს. პურ-ფუნთუშეულს, სხვადასხვა სახეობის ცხელ და ცივ კერძებს, დესერტებს. ცივ და ცხელ სასმელებს.

გრაფიკი: კვირაში 40 საათი, მოქნილი გრაფიკით.
ხელფასი: 1200 ლარი + ბონუსი
დასვენება: 5/2

გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს.
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს - ცვლების მიხედვით, კვირაში 40 სთ
** კადრების ტრანსპორტირებას
** თანამშრომლებისთვის 50%-იანი ფასდაკლება ნაწარმოებ პროდუქციაზე

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცილება ჩაითვლება უპირატესად.
** განათლება კვების ტექნოლოგიების ან მზარეულის პროფესიის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესად.
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაო დღის განმავლობაში მენიუში არსებული პროდუქტების (სენდვიჩების, სალათების, ცხელი კერძების და სხვა) მომზადება.
** შეფ მზარეულის მიერ გაცემული დავალებების შესრულება
** შეკვეთების ყურადღებით, რეცეპტების შესაბამისად მომზადება
** სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა
** სამზარეულოს დანადგარებისა და ინვენტარის გამართულობის მონიტორინგი
** მომდევნო სამუშაო დღისთვის მარაგების მომზადება.
** ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტის დაცვა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ენერგიული;
** პოზიტიური;
** პუნქტუალური;
** გუნდური მუშაობის უნარის მქონე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: Boncafetbilisi@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე 574 74 76 76.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე