დასახელება:
უტილიზაცის და სპეცმომსახურების დეპარტამენტის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი დელტა
|
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
|
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას
უტილიზაცის და სპეცმომსახურების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე.
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ცენტრი "დელტა" წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ერთადერთ ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის დაპროექტებაზე, შექმნაზე, სერიულ წარმოებასა და ტექნიკის რემონტზე. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებითა და დარგის ექსპერტებით.
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაოს განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ.
მდებარეობა: ქ.თბილისი გაბრიელ სალოსის გამზ. 191დ
ჩვენ გთავაზობთ:
• სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს;
• თანამშრომელთა გადამზადებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
• ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური/საოჯახო);
• კორპორატიულ სატელეფონო ნომერს;
• კორპორატიულ ფიტპასს.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მასალების აღრიცხვა და შესაბამისი მონაცემების ასახვა ელექტრონულ ბაზებში — დადგენილი ფორმებისა და პროცედურების დაცვით;
** მასალების გადაადგილებასთან, განთავსებასთან, დაშლასა და განადგურებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება-მათ შორის მიღება-ჩაბარების აქტების, ტრანსპორტირების ზედდებულების და სხვა თანმხლები დოკუმენტაციის გაფორმება;
** ტექნიკური ანგარიშების მომზადება განხორციელებულ სამუშაოებზე - ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფორმატით;
** ანგარიშებისთვის საჭირო მონაცემთა დამუშავება, სისტემატური განახლება და არქივირება;
** ელექტრონული ბაზების მართვა სამუშაო პროცესების ეფექტური მონიტორინგისა და ანგარიშგების უზრუნველყოფის მიზნით-მონაცემების სიზუსტისა და სრულყოფილების მუდმივი უზრუნველყოფით;
** გადმოცემული მასალების ბაზებზე გადანაწილების დაგეგმვა — ინფრასტრუქტურული შესაძლებლობებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 1 წელი (სასურველია);
** საოფისე პროგრამების (MS Office) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის B-1 დონეზე ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინა და მაღალი პასუხისმგებლობა;
** ახალი ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი;
** პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ადაპტაციის უნარი ცვლილებებთან მიმართებით.
შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს:
** განცხადებების გადარჩევა;
** გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) შედგენილი ქართულ ენაზე, გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@delta.gov.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "უტილიზაცის და სპეცმომსახურების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.
|
|
|
|