დასახელება:
სტაციონარის ექთანი
|
მომწოდებელი:
ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი
|
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
|
შპს "ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი" ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სტაციონარის ექთანი.
ჩვენს შესახებ
ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი წარმოადგენს უახლესი თაობის სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ტრადიციული ქირურგიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სინთეზით იქმნება ზუსტი, უსაფრთხო და პაციენტზე ორიენტირებული გარემო.
ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე რობოტული ქირურგიის სისტემებით და რომელსაც აძლიერებს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა გუნდი, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ პაციენტების ჯანმრთელობაზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.
სამუშაოს აღწერილობა:
** მისამართი: დიღომი, კ. ჩაჩავას ქუჩა #1;
** სამუშაო დრო: 24 საათი ოთხ დღეში ერთხელ
** განყოფილება: სტაციონარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ექიმის დანიშნულებისა და კვლევების ზუსტი და დროული შესრულება;
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი (სამედიცინო ბარათები, დანიშნულების ფურცლები და ა.შ.)
** საექთნო მანიპულაციების მაღალი ხარისხით შესრულება;
** ინფექციის კონტროლის ძირითადი პრინციპების დაცვა;
** უსაფრთხოების წესების დაცვა;
** ხელმძღვანელის მითითების შესრულება;
** ექთნის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება ექთნის პოზიციაზე;
გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე info@mmt.ge.
|
|
|
|