Робота для біженців з України
მიქსერის მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიქსერის მძღოლი
მომწოდებელი: ჯორჯიან ბეტონ კომპანი
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
შპს "ჯორჯიან ბეტონ კომპანი" გახლავთ ცემენტის მწარმოებელი კომპანია რომელიც უკვე 10 წელია აწარმოებს ბეტონს და ემსახურება ბაზარზე არსებული წამყვან სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებს.

შპს "ჯორჯიან ბეტონ კომპანი" აცხადებს ვაკანსიას მიქსერის მძღოლის პოზიციაზე.

ვაკანსიის მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო კვირა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბეტონის მიქსერის (სატვირთო ავტომობილის) მართვა და ექსპლუატაცია უსაფრთხოების წესების დაცვით;
** ქარხნიდან ობიექტამდე ბეტონის დროული და უსაფრთხო ტრანსპორტირება;
** ბეტონის ჩატვირთვა და გადმოტვირთვის პროცესის კონტროლი;
** მიქსერის ტექნიკური მდგომარეობის რეგულარული შემოწმება და ხარვეზების დაფიქსირება უშუალო ხელმძღვანელთან;
** სატრანსპორტო საშუალების სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წელი;
** მართვის მოწმობა - B, C კატეგორია.

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობა;
** კეთილსინდისიერება.

კანდიდატების შერჩევა მოხდება:

სატელეფონო და ინდივიდუალური გასაუბრებით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@gcco.ge 20 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: მიქსერის მძღოლი

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე