Робота для біженців з України
აღწერის ოფიცერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღწერის ოფიცერი
მომწოდებელი: აგროჰაბი
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში - აგროჰაბი 2016 წელს გაიხსნა. პირველი ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს.

კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას აღწერის ოფიცერის პოზიციაზე ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტებზე აღწერების გაკეთება კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად;
** ინვენტარიზაციის ჩატარება;
** პროდუქციის სასაქონლო ზედნადებების შემოწმება;
** არსებული სასაქონლო ნაშთების შემოწმება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია გაყიდვების სფეროში ან წარმოებაში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს აპექსთან მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: vacancy@agrohub.ge გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე