Робота для біженців з України
ადმინისტრაციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: ჯიენჯი
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
ჩვენ ვართ "ჯიენჯი" - სტომატოლოგიური კლინიკებისთვის საჭირო მასალების, აპარატურის და ტექნიკური მხარდაჭერის მიმწოდებელი კომპანია.

ჩვენი ძირითადი პროდუქტებია: დენტალური იმპლანტი, ხელოვნური ძვალი, სასტერილიზაციო როლები და მსხვილი აპარატურა (3D კომპიუტერული ტომოგრაფი; რენტგენი; სტომატოლოგიური სავარძელი და აშ.)

პოზიცია: ადმინისტრაციული მენეჯერი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ადგილმდებარეობა: ლვოვის 63

მოვალეობები:

** ოფისის სამუშაო პირობებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა (ტექნიკური, სამეურნეო, საკანცელარიო, შრომის უსაფრთხოების თუ სხვა საკითხების, მათ შორის დასუფთავებისა და ინვენტარის კონტროლი);
** დაგეგმილი შეხვედრების, კონფერენციების, პრეზენტაციების, გასაუბრებების ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** თანამშრომლების დოკუმენტაციის შეგროვება და იურისტთან/ბუღალტერთან ინფორმაციის მიწოდება;
** კომპანიის სტრუქტურული და იურიდიული დოკუმენტაციის კონტროლი და დაფაილება;
** ვაკანსიის დადება, გასაუბრებების ჩანიშვნა კანდიდატებთან და აუცილებელი დოკუმენტაციის შეგროვება;
** თანამშრომლების დაგვიანებების კონტროლი;
** თანამშრომლების შვებულებებისა და მივლინების ბრძანების/განცხადების შედგენა;
** შემოსული იურიდიული და ბუღალტრული დოკუმენტაციის მიღება და რეგისტრაცია შესაბამის ჟურნალში ან ელექტრონულ სისტემაში;
** დოკუმენტაციის შიდა გადანაწილება შესაბამის პირებთან (იურიდიული დეპარტამენტი, ბუღალტერია, მენეჯმენტი და სხვა);
** აუცილებლობის შემთხვევაში დოკუმენტების შევსება, შაბლონების მომზადება და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** კომპანიის ორგანიზაციულ საქმიანობასთან დაკავშირებულ კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** საბაჟოზე შემოსული კომპანიის ტვირთის კონტროლი, შიდა გადაზიდვების დაგეგმვა, ადგილზე მისვლა საჭიროებისდაგვარად და ინფორმაციის მიწოდება მომხმარებელზე/კომერციული დეპარტამენტის ხელმძღვანელზე.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გადმოაგზავნეთ CV ელ.ფოსტაზე admin@gggroup.com.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე