Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: დასტა რექორდს მენეჯმენტი
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
"დასტა რექორდს მენეჯმენტი" წარმოადგენს წამყვან კომპანიას საქართველოში დოკუმენტების შენახვისა და მენეჯმენტის ინდუსტრიაში.

ჩვენი მისიაა, კლიენტებს შევთავაზოთ დოკუმენტებისა და არქივის მართვის ყველაზე ეფექტური, უსაფრთხო და მომხმარებელზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები.
კომპანია ასევე რამდენიმე წელია აქტიურად ავითარებს 3PL (მესამე მხარის ლოჯისტიკის) სერვისებს. შესაბამისად, ვეძებთ მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც აქტიურად შეუწყობს ხელს მომხმარებელთა ბაზის გაფართოებას და პარტნიორობის გაძლიერებას არქივის, ლოჯისტიკისა და ელექტრონული კომერციის სექტორებში.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების ამოცნობა და დაკავშირება ცივი ზარების, ონლაინ და სოციალური ქსელების მეშვეობით;
** კლიენტთა საჭიროებების შეფასება და მათზე მორგებული სერვისის შეთავაზება;
** კომერციული შეთავაზებებისა და მომსახურების ხელშეკრულებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება;
** გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება ახალ და არსებულ კლიენტებთან;
** გაყიდვების აქტივობებისა და კომუნიკაციის ზუსტი და სისტემატური აღრიცხვა;
** გაყიდვების მიზნების შესრულება ან გადაჭარბება და ბიზნესის ზრდის ხელშეწყობა.

მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში (სასურველია ლოჯისტიკის, B2B მომსახურების ან მასთან დაკავშირებულ სექტორებში);
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** პროაქტიური მიდგომა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** კლიენტების საჭიროებების სწრაფად გააზრებისა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების შეთავაზების უნარი;
** დისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტიანი მართვა და ერთდროულად რამდენიმე პროცესზე მუშაობის უნარი;
** ცივი ზარებისა და პირისპირ/ონლაინ შეხვედრების გამართვის უნარი;
** კონტრაქტებისა და ფასის ფორმირების ძირითადი პრინციპების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, იმუშაოთ მზარდ და სტაბილურ კომპანიაში.
** ფიქსირებულ ანაზღაურებას + შედეგზე დაფუძნებულ საბონუსე სისტემას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@drm.ge.
სათაურის ველში მიუთითეთ: "გაყიდვების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე