დასახელება:
პროექტის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
|
კომპანია, რომელიც ფუნქციონირებს ამერიკულ ბაზარზე, აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.
საქმიანობის სფერო - ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, პროექტირება, მშენებლობა და რემონტი.
სამუშაო განაკვეთი: სრული, დღის მეორე ნახევარი (12:00-დან)
სამუშაო ადგილი: დისტანციური
ანაზღაურება: 1500 ლ
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტის კონტროლი, ბიუჯეტირება, დოკუმენტწარმოება;
** მიმდინარე სამუშაოების ტექნიკური დაგეგმვა და კონტროლი;
** დაგეგმილ სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადება, შეთავაზებების აღება და კონტრაქტინგი;
** სამუშაოების ვადების კონტროლი;
** პროექტზე არსებული სტატუსის ფლობა და რეპორტინგი;
** შესაბამის საკანონმდებლო ორგანოებთან კომუნიკაცია;
** ექსპლუატაციაში მიღების პროცესის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით;
** ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** არქიტექტურული და საინჟინრო პროექტის კითხვის უნარი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** არქიტექტურული ან საინჟინრო მიმართულებით განათლება/მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: aleqsi.datiashvili@gmail.com.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|