Робота для біженців з України
HR ადმინისტრატორი - დროებითი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR ადმინისტრატორი - დროებითი
მომწოდებელი: Tourinvest Group
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
"ტურინვესტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას HR ადმინისტრატორის (დროებით არმყოფი თანამშრომლის შემცვლელი) თანამდებობაზე.

სამუშაოს აღწერა:

HR ადმინისტრატორი უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვის პროცესების უწყვეტ და ეფექტურ წარმოებას, მათ შორის Self.ge სისტემის გამართულ ადმინისტრირებას, შრომითი დოკუმენტაციის წარმოებასა და რეკრუტინგის პროცესის სრულ კოორდინაციას. პოზიციის მიზანია თანამშრომელთა მომსახურების უწყვეტობა და შიდა პროცესების გამართულად ფუნქციონირება დროებით არმყოფი თანამშრომლის შვებულების პერიოდში.

ძირითადი მოვალეობები:

** Self.ge სისტემის გამართულად ადმინისტრირება და თანამშრომელთა პერსონალური ინფორმაციის შენახვა პროგრამულად და მატერიალურად;
** შრომის ხელშეკრულების მომზადება, განახლება, შეჩერება და შეწყვეტა, მათ შორის, ყველა თანმდევი ადმინისტრაციული დოკუმენტაციის (ცნობები, განცხადებები, წერილები) მომზადება;
** რეკრუტინგის პროცესის წარმოება კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** სახელშეკრულებო ვადების კონტროლი და შესაბამისი ხელმძღვანელების ინფორმირება ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე;
** RS.ge სისტემაში დასაქმებულთა გააქტიურება/გაუქმება კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში;
** ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებული საქმიანობის წარმოება - თანამშრომელთა დაზღვევა, გაუქმება და ცვლილებების ადმინისტრირება;
** თანამშრომელთა ბენეფიტების პაკეტის მართვა კომპანიის შიდა პოლიტიკის შესაბამისად;
** სახელფასო მონაცემების ადმინისტრირება და ყოველთვიურად მიწოდება საბუღალტრო დეპარტამენტისთვის;
** სამუშაო გრაფიკის გაწერის კონტროლი, ნამუშევარი დროების გენერირება და დეპარტამენტების ხელმძღვანელების მხრიდან დადასტურების უზრუნველყოფა;
** ტრენინგ ცენტრებთან და HR სააგენტოებთან თანამშრომლობა;
** კორპორაციული ღონისძიებების ორგანიზება და თანამშრომელთა ჩართულობის მხარდაჭერა;
** თანამშრომელთა ადაპტაციის პროცესის კოორდინაცია უშუალო ხელმძღვანელებთან ერთად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** HR ადმინისტრაციის ან რეკრუტინგის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე და HR სისტემების (Self.ge, Excel, Word) ცოდნა;
** მაღალი ორგანიზებულობა, დეტალებზე ყურადღება და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ექ. თაყაიშვილის 13
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** დამატებითი ინფორმაცია: დროებით არმყოფი თანამშრომლის შემცვლელი — ვადიანი ხელშეკრულება (მაქსიმუმ 6 თვემდე ვადით)

გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმში, კერძოდ, Nephili Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa
** 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე "არგო"
** ფასდაკლება რესტორან "არგო"-ში

კომპანიის შესახებ

"ტურინვესტ ჯგუფი" საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:

** მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას
** სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას
** ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას
** საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას

დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_udacc/

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია "ტურინვესტ ჯგუფი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე