დასახელება:
ავტომატიზაციის ელექტრო ზეინკალი
|
მომწოდებელი:
რუსთავის აზოტი
|
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
|
სს "რუსთავის აზოტი" 2023 წლიდან არის "ინდორამა კორპორაციის" გუნდის წევრი.
სს "რუსთავის აზოტი" წარმოადგენს რეგიონში უდიდეს ქიმიურ საწარმოს, რომელშიც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და რომელიც ერთადერთი მწარმოებელია სამრეწველო ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების მიმართულებით.
სს "რუსთავის აზოტი" აცხადებს ვაკანსიას ავტომატიზაციის ელექტრო ზეინკლის პოზიციაზე.
ლოკაცია: რუსთავი, მშვიდობის ქ #2, რუსთავის აზოტის საწარმო
მოვალეობები:
** უზრუნველყოს ქიმიური საწარმოს ტექნოლოგიურ პროცესებში გამოყენებული ავტომატიზაციისა და საკონტროლო-გამზომი მოწყობილობების გამართული და უწყვეტი მუშაობა.
** განახორციელოს ელექტრო ძრავების, გენერატორების, ტრანსფორმატორების, ავტომატური დამცავი მოწყობილობებისა და მართვის პულტების პროფილაქტიკური შემოწმება და შეკეთება.
** განახორციელოს სენსორების, თერმოწყვილების, წნევის, დონის, ნაკადის, ტემპერატურის და სხვა მაჩვენებლების შემოწმება, კალიბრაცია და შეცვლა საჭიროების შემთხვევაში.
** უზრუნველყოს საკონტროლო კაბელების, მოდულების, ტერმინალების და ელექტრო-პანელების გამართული მდგომარეობა.
** მიიღოს მონაწილეობა ახალი ავტომატიზაციის მოწყობილობების მონტაჟში, სატესტო გაშვებაში და ექსპლუატაციაში მიღებაში.
** აღმოფხვრას ელექტრო-ავტომატიზაციის სისტემების გაუმართაობები ოპერატიულად და უსაფრთხოდ.
** უზრუნველყოს ავტომატიზაციის სისტემების დაცვისა და სარეზერვო კვების მოწყობილობების გამართულობა.
** შეასრულოს ხელმძღვანელის დავალებები ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაციის გაუმჯობესების ან მოდერნიზაციისას.
** დაიცვას შრომის უსაფრთხოების, ინდუსტრიული უსაფრთხოების, ელექტრო უსაფრთხოების და სახანძრო უსაფრთხოების წესები.
** უზრუნველყოს სამუშაო ადგილის მოწესრიგება და ხელსაწყოების გამართული მდგომარეობა სამუშაოს დასრულების შემდეგ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ტექნიკური ან პროფესიული განათლება ელექტროტექნიკაში, ავტომატიზაციაში ან ინსტრუმენტაციაში;
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება ინდუსტრიაში ან ქიმიურ საწარმოში, ავტომატიზაციისა და ელექტრო სისტემებთან;
** უნარი იმუშაოს ელექტრო და ავტომატიზაციის სქემების მიხედვით;
** გამოცდილება აღჭურვილობის დიაგნოსტიკაში, კალიბრაციაში და მომსახურებაში;
** შრომის უსაფრთხოების, აფეთქებადი და ქიმიური ზონების წესების ცოდნა, პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება.
უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებული
** გუნდური მუშაობის უნარი
** კრიტიკულ სიტუაციებში დროული რეაგირების უნარი
** პასუხისმგებლობიანი
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური და საოჯახო პაკეტი)
** ტრანსპორტირება
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: rustaviazot.hr@ge.indorama.com;
გაითვალისწინეთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|