დასახელება:
ზეინკალ-შემკეთებელი
|
მომწოდებელი:
რუსთავის აზოტი
|
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
|
სს "რუსთავის აზოტი" 2023 წლიდან არის "ინდორამა კორპორაციის" გუნდის წევრი.
სს "რუსთავის აზოტი" წარმოადგენს რეგიონში უდიდეს ქიმიურ საწარმოს, რომელშიც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და რომელიც ერთადერთი მწარმოებელია სამრეწველო ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების მიმართულებით.
სს "რუსთავის აზოტი" აცხადებს ვაკანსიას ზეინკალ-შემკეთებლის პოზიციაზე.
ლოკაცია: რუსთავი, მშვიდობის ქ #2, რუსთავის აზოტის საწარმო
მოვალეობები:
** განახორციელოს მექანიკური და სხვა ტექნოლოგიური აღჭურვილობის დაშლა, შეკეთება და აწყობა.
** ჩაატაროს გეგმიური და არაგეგმიური სარემონტო სამუშაოები წარმოების გრაფიკის შესაბამისად.
** უზრუნველყოს შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი და შესაბამისობა ტექნიკურ დოკუმენტაციასთან.
** დაიცვას შრომის უსაფრთხოების და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების წესები (განსაკუთრებით ქიმიური რეაგენტების ზონაში მუშაობისას).
** დროულად აცნობოს ზედამხედველობას ტექნიკური ხარვეზების, ავარიის ნიშნების ან არასტანდარტული სიტუაციების შესახებ.
** შეინარჩუნოს სამუშაო ადგილის სისუფთავე და წესრიგი,
** მიიღოს მონაწილეობა დანადგარების გამოცდასა და გაშვებაში სარემონტო სამუშაოების შემდეგ.
** შეასრულოს ხელმძღვანელობის სხვა სამუშაო დავალებები, რაც არ სცილდება კომპეტენციის ფარგლებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო ან პროფესიული განათლება;
** მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ქიმიურ ან სხვა მძიმე მრეწველობის საწარმოში;
** მექანიკური ინსტრუმენტების გამოყენების ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებული
** გუნდური მუშაობის უნარი
** კრიტიკულ სიტუაციებში დროული რეაგირების უნარი
** პასუხისმგებლობიანი
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური და საოჯახო პაკეტი)
** ტრანსპორტირება
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: rustaviazot.hr@ge.indorama.com;
გაითვალისწინეთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|