Робота для біженців з України
პროფესიული განათლების მასწავლებელი - შედუღება - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროფესიული განათლების მასწავლებელი - შედუღება
მომწოდებელი: სსიპ კოლეჯი მოდუსი
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 02 ნოემბერი
თანდართული ფაილი: 674838_cv_7097716.zip
სსიპ "კოლეჯი მოდუსის" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის - "შედუღება" პროფესიული განათლების მასწავლებელი (რუსთავი)

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** პროფესიული სტუდენტებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემა და მათ მიმართ თანაბარი ყურადღების გამოჩენა განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის და სხვა ნიშნისა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის (სსსმ და შშმ) სტუდენტებისთვის ინდივიდუალური მიდგომების გამოყენება და ინდივიდუალური გეგმებით მათთვის ადაპტირებული სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა;
** კომპეტენციის ფარგლებში, პროგრამის შემუშავებაში/განხორციელებაში ჩართულობა, შესაბამისი მოდულების გამარტივებასა და მოდულების ადაპტირებაში მონაწილეობა ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტთან და პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად. სასწავლო მოდულებისთვის აუცილებელი და დამხმარე ლიტერატურის შერჩევა, სწავლებისა და შეფასების მეთოდოლოგის შერჩევა, კალენდარული გეგმისა და შეფასების ინსტრუმენტების (მათ შორის, შუალედური შეფასების და საკვალიფიკაციო გამოცდის) შემუშავება, პროფესიული სწავლების განხორციელება დამტკიცებული, ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად, პროფესიული სტუდენტის შეფასება და ასევე საჭიროების შემთხვევაში, პროფესიულ სტუდენტებთან ინდივიდუალურ საკონსულტაციო მუშაობა. შეფასების ვალიდაცია/ვერიფიკაციის პროცესებში ჩართულობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში სწავლების ხარისხის განვითარების მიზნით;
** პროფესიული მასწავლებელი ვალდებულია მოახდინოს პროფესიულ სტუდენტთა ინფორმირება შესაბამის პროფესიასთან დაკავშირებული უახლესი ტექნოლოგიების მიღწევების შესახებ;
** პროფესიული მასწავლებელი ვალდებულია მოახდინოს პროფესიულ სტუდენტთა ინფორმირება კომპეტენციების დადასტურების/ვერ დადასტურების, შეფასების (მათ შორის, შუალედური შეფასების და საკვალიფიკაციო გამოცდის), გადაბარების და აპელაციის წესების შესახებ;
** პროფესიული მასწავლებელი ვალდებულია იცნობდეს დაწესებულების მარეგულირებელ დოკუმენტებს და ზრუნავდეს უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე;
** პროფესიული სტუდენტების დასწრების აღრიცხვა;
** პროფესიული მასწავლებელი ვალდებულია დროულად აცნობოს სტუდენტს სასწავლო პროცესში მიმდინარე ყველა ცვლილების/სიახლეების შესახებ, დროულად უზრუნველყოს სტუდენტის მიერ სასწავლო დისციპლინის დარღვევის და/ან ნებისმიერი ტიპის გადაცდომის შემთხვევაში ადმინისტრაციის ინფორმირება;
** სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე, კომპეტენციის ფარგლებში კომისიებში ჩართულობა;
** კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციის შესაბამის პასუხისმგებელ პირთან ერთად, სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი სასწავლო რესურსის განსაზღვრა მახასიათებლებით.
** სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო სახარჯი მასალის/აღჭურვილობის დროული მოთხოვნა და გამოყენება სასწავლო პროცესში;

განათლება:

** უმაღლესი და/ან ტექნიკური და/ან პროფესიული განათლება და/ან სფეროს მიმართულებით არანაკლებ 3 წლიანი პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება ბოლო 10 წლის განმავლობაში;
** სამუშაო გამოცდილება

მომიჯნავე სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველი)

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გადმოიწერეთ ჩვენს მიერ ატვირთული "თანდართული ფაილი" (CV) და გადმოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: careers@modusi.ge.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 02 ნოემბერი;

სსიპ კოლეჯი მოდუსი (რუსთავი)

ტელეფონი: 577 95 90 36
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე