დასახელება:
ელექტრო ზეინკალი
|
მომწოდებელი:
რუსთავის აზოტი
|
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
|
სს "რუსთავის აზოტი" 2023 წლიდან არის "ინდორამა კორპორაციის" გუნდის წევრი.
სს "რუსთავის აზოტი" წარმოადგენს რეგიონში უდიდეს ქიმიურ საწარმოს, რომელშიც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და რომელიც ერთადერთი მწარმოებელია სამრეწველო ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების მიმართულებით.
სს "რუსთავის აზოტი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრო ზეინკლის პოზიციაზე.
ლოკაცია: რუსთავი, მშვიდობის ქ #2, რუსთავის აზოტის საწარმო
მოვალეობები:
** უზრუნველყოს საწარმოს ელექტრო მოწყობილობების, ძრავების, ტუმბოების, კომპრესორების, აგრიგატების და სხვა ტექნოლოგიური აღჭურვილობის გამართული ელექტრული კვება და ფუნქციონირება.
** შეასრულოს ელექტრო მოწყობილობების მონტაჟი, დემონტაჟი, შეერთება, შემოწმება და რემონტი დადგენილი ტექნიკური ინსტრუქციების შესაბამისად.
** განახორციელოს პროფილაქტიკური შემოწმება და ტესტირება ელექტრო კარადების, დენის გამანაწილებლების, ავტომატების, სარქველების, სენსორებისა და საკონტროლო სისტემების.
** აღმოფხვრას გაუმართაობა ელექტრო სისტემებში და აღადგინოს ენერგომომარაგება მინიმალურ დროში, უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
** განახორციელოს ელექტრო ლაბორატორიული შემოწმება (იზოლაციის ტესტი, დენის გაჟონვა, გამტარობა და სხვ.) საჭიროებისამებრ.
** იმოქმედოს ავარიული სიტუაციისას მოქმედების ინსტრუქციის შესაბამისად და აცნობოს მყისიერად პასუხისმგებელ პირებს.
** უზრუნველყოს სამუშაო ადგილის მოწესრიგება და უსაფრთხო გარემო ყველა ოპერაციის შესრულების შემდეგ.
** დაიცვას შრომის უსაფრთხოების, ინდუსტრიული უსაფრთხოების, გარემოს დაცვის და ენერგოეფექტურობის მოთხოვნები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• ტექნიკური ან პროფესიული განათლება ელექტროტექნიკის, ელექტროენერგეტიკის ან შესაბამის სპეციალობაში;
• სასურველია პროფესიული სერტიფიკატი ან დამადასტურებელი დოკუმენტი ელექტრო სამუშაოების შესასრულებლად (კვალიფიკაციის ჯგუფი არანაკლებ III საფეხურისა);
• შრომის უსაფრთხოების და ელექტრო უსაფრთხოების მუშაობის წესების ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებული
** გუნდური მუშაობის უნარი
** კრიტიკულ სიტუაციებში დროული რეაგირების უნარი
** პასუხისმგებლობიანი
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური და საოჯახო პაკეტი)
** ტრანსპორტირება
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: rustaviazot.hr@ge.indorama.com; გაითვალისწინეთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|