დასახელება:
საწყობის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ფილოუ
|
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
|
კომპანია "PILLOW" - მაღალი ხარისხის რბილი ავეჯის ფაბრიკა - ეძებს ენერგიულ და ორგანიზებულ საწყობის მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საწყობის მართვაზე, შესყიდვებზე და ლოჯისტიკურ პროცესებზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის საჭიროებების მიხედვით შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება
** მიმწოდებლებთან კომუნიკაცია და ფასების/პირობების მოლაპარაკება (საქართველოსა და საზღვარგარეთ)
** საწყობის მარაგების აღრიცხვა, კონტროლი და ოპტიმიზაცია
** ტვირთის ადგილობრივი და საერთაშორისო ტრანსპორტირების დაგეგმვა და კოორდინაცია
** მძღოლთან/მიწოდების გუნდთან კოორდინაცია
** უსაფრთხოების და წესრიგის უზრუნველყოფა საწყობში
სავალდებულო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება შესყიდვებში, საწყობის მართვაში ან ლოჯისტიკაში
** მაღალი ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** გამართული კომუნიკაციის უნარი ქართულად და ინგლისურად (ინგლისური ჩაითვლება უპირატესობად)
** საბაზისო ცოდნა Excel/Google Sheets-ში
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდთან მუშაობის უნარი
პირობები:
სრული განაკვეთი : ორშაბათი-პარასკევი 10:00 დან 19:00 საათამდე
ანაზღაურება 1500 ლარი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევი, ჩანტლაძის მეორე ჩიხი N6
კარიერული განვითარების შესაძლებლობა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად. Pillowpruduction@gmail.com
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|