დასახელება:
ვეტერინარი ექიმის დამხმარე/ასისტენტი
|
მომწოდებელი:
თათოს თათები
|
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
|
ვეტერინარული კლინიკა "თათოს თათები" გუნდის გაფართოების პროცესშია და ვეძებთ ასისტენტს, რომელიც იზრუნებს ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობაზე და გახდება ჩვენი მეგობრული გუნდის წევრი.
რას ელოდება კლინიკა თქვენგან?
** ოპერაციებზე დახმარება და სტერილური გარემოს უზრუნველყოფა;
** პაციენტების მონიტორინგი ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ;
** გუნდის სხვა წევრებთან კოორდინირებული მუშაობა;
** პასუხისმგებლობა და ზრუნვა ცხოველების მიმართ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
** ვეტერინარიის მედიცინაში მიღებული ცოდნა/გამოცდილება (ასეთ გამოცდილებას უპირატესობა მიენიჭება)
** ორგანიზებულობა და სიზუსტე
** ცხოველებისადმი სიყვარული და თანაგრძნობა
რას გთავაზობთ?
** მეგობრული და პროფესიონალი გუნდი
** განვითარებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძლებლობა
** სასიამოვნო სამუშაო გარემო
ლოკაცია: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. 321
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 11:00-19:00
ანაზღაურება: გამოცდილების და ცოდნის მიხედვით.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ან მოკლე ინფორმაცია საკუთარ თავზე მისამართზე: tkhid2009@agruni.edu.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 558120115
მოდით ერთად ვიზრუნოთ ოთხფეხა მეგობრებზე!
|
|
|
|