დასახელება:
ვაკის ფილიალის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ენმედიცი
|
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
|
კლინიკა "ენმედიცი" აცხადებს ვაკის ფილიალის მენეჯერის ვაკანსიას.
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სამედიცინო მიმართულებით ან ჯანდაცვის ადმინისტრირების მიმართულებით) - სასურველია;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
უფლება- მოვალეობები:
** კლინიკის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;
** პაციენტთა მომსახურების პროცესის მართვა და ხარისხის მონიტორინგი;
** სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალის კოორდინაცია;
** ჩანაწერებისა და ანგარიშგების წარმოება შინაგან და გარე სტრუქტურებთან;
** ფინანსურ-ადმინისტრაციული პროცესების ზედამხედველობა;
** მენეჯმენტთან ანგარიშგება და ოპტიმიზაციის ინიციატივების შეთავაზება.
პიროვნული უნარები:
** ლიდერობისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში სწრაფი და გააზრებული გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობიანი, ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა.
მისამართი: ქ. თბილისი. არაყიშვილის ქ. N2
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი, 09:00-17:00 სთ.
სახელფასო რეინჯი : 1500 - 2000 ლარი (net).
თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება და შეინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@enmedic.com
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ვაკის ფილიალის მენეჯერი.
კლინიკა ენმედიცი გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|