დასახელება:
ტენდერი მერძევეობის მიმართულებით
|
მომწოდებელი:
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
|
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
|
თანდართული ფაილი:
674823_annex_9339182.zip
|
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია იწვევს უფლებამოსილ პრეტენდენტებს (იურიდიულ პირებს), წარმოადგინონ საჯარო ტენდერში ტექნიკური და ფინანსური წინადადებები მერძევეობის მიმართულებით, პირველადი წარმოების და გადამამუშავებელი ბენეფიციარებისთვის და ტექნიკის შესყიდვა.
პროექტის დასახელება: ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტი "გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ინფორმირებულობა (CAPCA)"
შემსყიდველი: საქართველოს ფერმერთა ასოციაცია GFA
შესყიდვის საგანი: მერძევეობის მიმართულებით, პირველადი წარმოების და გადამამუშავებელი ბენეფიციარებისთვის ტექნიკის შესყიდვა.
რაოდენობა: იხ. დანართ N2-ში.
მიწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა.
წარმოდგენილი ინვენტარი და აღჭურვილობა უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არამყოფი და უნდა შეესაბამებოდეს იმ ტექნიკურ მახასიათებლებს, რომლებიც მოცემულია დანართ N4-ში.
შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ინვენტარისა და აღჭურვილობის შესყიდვამდე, განახორციელოს მათი მდგომარეობის შემოწმება და დაადგინოს მათი შესაბამისობა არსებულ მოთხოვნებთან.
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი უნდა აკამყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: პრეტენდენტს 01.01.2021-დან 01.10.2025-ის პერიოდში უნდა ჰქონდეს ანალოგიური ან მსგავსი ტიპის ინვენტარისა და აღჭურვილობის მიწოდების გამოცდილება, ჯამურად არანაკლებ 100, 000.00 ლარის ღირებულების შესრულებული სამუშაო. ინფორმაციის დასადასტურებლად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს: სრულად შევსებული და დამოწმებული დანართი N3 გამოწერილ ზედნადებებთან და ანგარიშფაქტურებთან ერთად.
ფინანსური წინადადება (დანართი N2) უნდა მოიცავდეს ყველა ხარჯს, და წარმოდგენილ უნდა იქნას დღგ-ს გარეშე, ლარში. საავანსო ანგარიშსწორება გამოიყენება მხოლოდ წარმოდგენილი გარანტიის (საბანკო, სადაზღვევო) შემთხვევაში.
გამარჯვებულის გამოვლენა: მოწოდებულ წინადადებებს შეაფასებს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ შექმნილი კომისია. უპირატესობა მიენიჭება იმ მონაწილეს, რომლის წარმოდგენილი ფინანსური წინადადება იქნება უმცირესი და დააკმაყოფილებს ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
დოკუმენტაცია და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ელექტრონულად, სკანირებული ფორმით დანართი N1-ის, დანართი N2-ის, დანართი N3-ის, დანართი N4 ის შესაბამისად (ქართულ ენაზე), რომლებიც დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, არა უგვიანეს 2025 წლის 24 ოქტომბრის, 18:00 სთ-სა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: procurement@gfa.org.ge. აღნიშნული თარიღის შემდეგ მოწოდებული წინადადებები არ იქნება განხილული.
კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: procurement@gfa.org.ge
|
|
|
|