დასახელება:
მიმტანი
|
მომწოდებელი:
რესტორანი ბლუ ფოქსი
|
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
|
რესტორანი "Blue Fox" მდებარეობს ძველი თბილსის ცენტრში და წარმოადგენს სასტუმრო "THE BLUE FOX" -ის ნაწილს. რესტორანს აქვს ულამაზესი ძველი თბილისური ეზო და გამოირჩევა განსაკუთრებული ქართულ-ევროპული მენიუთი.
პოზიციის დასახელება: მიმტანი
ლოკაცია: თბილისი
ექვემდებარება: რესტორნის მენეჯერს, კვებისა და სასმელების დეპარტამენტის მენეჯერს.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრისგან შეკვეთის მიღება და დროული მიწოდება
** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილად ცოდნა
** ყოველდღიური სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სტუმრისთვის
** მაგიდის მოწესრიგება და გამზადება სტუმრის მისაღებად
** სტუმრის დახმარება ანგარიშსწორებისას
** სტუმრების მხრიდან ჩივილის შემთხვევაში ზედამხედველისთვის ინფორმაციის მიწოდება
საჭირო უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
ჩვენ გთავაზობთ:
** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს მუდმივად განვითარდე
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** კვებას და კორპორატიულ ფასდაკლებას ჩვენს რესტორანში
** ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: elenedzebisashvili@bluefoxtbilisi.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|