სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციის გაყიდვების საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმი.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებსაიტს: https://nova.ge/
კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.
ძირითადი მოვალეობები:
** ინფორმაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა (კლიენტთა ინფორმირება ფასების და აქციების შესახებ);
** საქონლის რეალიზაციის და საწყობებს შორის მოძრაობის დეტალური აღრიცხვა და კონტროლი;
** გაყიდვების პროგრამულად ასახვა;
** ფასების ცვალებადობის კონტროლი კონკურენტულ ბაზარზე;
** (სასაწყობე) ბუღალტრული ნაშთების კონტროლი;
** ნებისმიერი იმ პრობლემის იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია, რომლებიც ეხება ან ხელს უშლის სამუშაო პროცესს;
** მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა (შესაძლებლობების ფარგლებში), საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელისთვის;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია 1c პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** მეილებით კომუნიკაციის გამოცდილება;
** WORD-ის და EXCEL-ის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** თავაზიანი;
** პასუხისმგებლობიანი;
** დისციპლინირებული;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური.
დამატებითი ინფორმაცია:
** ანაზღაურება - შეთანხმებით;
** სამუშაო გრაფიკი - სრული
განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2025 წლის 16 ნოემბერი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hr@nova.ge და პოზიციის დასახელებაში მიუთითეთ " დისტრიბუციის გაყიდვების საოპერაციო მენეჯერი".
დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს
პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.
|