Робота для біженців з України
სასაწყობო ფართის გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასაწყობო ფართის გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Pine Tree International
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
სასაწყობო (საბაჟო და კომერციული) ფართის გაყიდვების მენეჯერი.

ვეძებთ მობილურ, შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების პროფესიონალებს, რომლებიც დაგვეხმარებიან სასაწყობო ფართის გაქირავებაში და/ან სასაწყობე მომსახურების შეთავაზებაში.

რა გელით:

** კომუნიკაცია ლოგისტიკურ, იმპორტიორ, მწარმოებელ კომპანიებთან, რომლებიც ახორციელებენ ტვირთის იმპორტს, ექსპორტს, რეექსპორტს, ტრანზიტს.
** სასაწყობო ფართის პრეზენტაცია და ქირავნის პროცესის ხელშეწყობა
** გარიგების სწრაფი დასრულება და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა ბაზარზე

საჭირო გამოცდილება:

** მუშაობა ლოგისტიკურ და იმპორტიორ კომპანიებთან, იმპორტისა და ტვირთის მართვის სფეროში
** საბაჟო საწყობის ფუნქციონირების სპეციფიკის ცოდნა
** რეალური კონტაქტები ლოჯისტიკური ბაზრის მოთამაშეებთან
** გამოცდილება გარიგების წარმოებასა და მოლაპარაკებებში

ანაზღაურება & მოტივაცია:

იჯარის ან გაწეული მომსახურების % ერთჯერადად, ან/და გრძელვადიანი პროცენტი (მოლაპარაკების შედეგად) 6-12 თვის განმავლობაში.
მრავალფაზიანი ბონუსი: გარიგების გაფორმებისას, 6 თვის შემდეგ, 12 თვის შემდეგ
შეთანხმების შემდგომ შესაძლებელია ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი

სხვა პირების ჩართვა ან დამატებითი პირობები - მოლაპარაკების საფუძველზე

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე: hr@pinetreeint.com

ვინ ვართ ჩვენ:

ევროპული სტანდარტების მქონე სასაწყობო ფართის ბიზნეს ოპერატორი.
საწყობი მდებარეობს თბილისის შემოსასვლელში (მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ), სტრატეგიულ ადგილზე, საბაჟო ტერმინალით. ორივე სივრცე აღჭურვილია მაღალი სტანდარტის ტექნიკით.

ჩვენ უზრუნველვყოფთ ტვირთის უსაფრთხო შენახვას, გაცემას და დატვირთვას. კომპანიის ბრალეულობით გამოწვეული ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში ავანაზღაურებთ ზარალს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე: hr@pinetreeint.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე