დასახელება:
სუ-შეფი
|
მომწოდებელი:
see360
|
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
|
"see360" აცხადებს ვაკანსიას სუ-შეფის თანამდებობაზე.
რესტორნის შესახებ:
"See360" წარმოადგენს ძველ თბილისში (Old Tbilisi) განთავსებულ სახურავ რესტორანს პანორამული ხედებითა და ცოცხალი მუსიკით. კონცეფცია აერთიანებს ტრადიციულ ქართულ გემოვნებას და თანამედროვე ევროპულ ხედვას, მაღალი სტუმრის გამოცდილების სტანდარტით.
სამუშაო პირობები:
მდებარეობა: ძველი თბილისი (Old Tbilisi)
სამუშაო განაკვეთი: სრული, 5-2 სმენაზე
ანაზღაურება: 1700 ლარი + ბონუსი (საშუალოდ 300 ლარი)
ფუნქცია-მოვალეობები:
** ცვლის განმავლობაში სამზარეულოს გუნდის კოორდინაცია და ოპერაციული პროცესების უწყვეტობა.
** პასის კონტროლი: სერვისის ტემპი, ხარისხი, პრეზენტაცია და დროულობა.
** პრეპის პროცესების მონიტორინგი: მომზადების გეგმა, პროდუქტების მზადყოფნა, FIFO.
** რეცეპტებისა და გრამაჟების დაცვა, პლეიტინგის სტანდარტების კონტროლი.
** სტანდარტული სანიტარული პრაქტიკების დაცვა (HACCP პროტოკოლების მხარდაჭერა).
** შეფ-მზარეულთან მჭიდრო თანამშრომლობა მენიუს, ხარისხისა და ეფექტურობის მიმართულებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია განათლება კვებისა/კულინარიის მიმართულებით.
** გამოცდილება სუ-შეფის, სექციის შეფის ან უფროსი მზარეულის ამპლუაში.
** ქართული და ევროპული სამზარეულოს ცოდნა; მაღალი ტემპის სერვისში მუშაობის უნარი.
** გუნდის მართვისა და შიდა კომუნიკაციის ძლიერი უნარები.
** HACCP/ფუდ-სეიფტი სერტიფიკატი — ჩაითვლება უპირატესობად.
** ქართული ენა თავისუფლად; ინგლისური — უპირატესობა.
რა გთავაზობთ:
** პროფესიულ გარემოს და განვითარებას.
** კონკურენტულ ანაზღაურებას ბონუს სისტემით.
** პანორამულ, დინამიკურ სამუშაო სივრცეს.
** კვება ობიექტზე.
როგორ შევიტანოთ განაცხადი:
გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: info.georgemaisuradze@gmail.com Subject: "სუ-შეფი - სახელი გვარი" განაცხადების განხილვა მიმდინარეობს მიმდევრობით; დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით:
თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. მათი დამუშავება მოხდება შრომითი ურთიერთობის დამყარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
|
|
|
|