Робота для біженців з України
უნივერსალური მოლარე-ოპერატორი - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უნივერსალური მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: სმარტ ფინანსი
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
შპს მისო "სმარტ ფინანსი" აცხადებს კონკურსს ვაკანტურ პოზიციაზე:
უნივერსალური მოლარე-ოპერატორი (ფოთი)

1. ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორი (ფოთი)
(სრული განაკვეთი - თვეში 15 სამუშაო ღამე)

2. დღისა და ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორი (ფოთი) (არასრული განაკვეთი, რეზერვი)

სამუშაო ადგილი: ფოთი
სამუშაო გრაფიკი: საღამოს 19:00 საათიდან დილის 09:00 საათამდე, თვეში 15 სამუშაო დღე;
დღის ცვლა სტანდარტული (არასრული განაკვეთის შემთხვევაში)

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** მათემატიკური და ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
** მომხმარებელთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულება;

ძირითადი მოვალეობები:

** ძვირფასი ლითონების მიღება, შეფასება;
** სალომბარდე სესხების გაცემა;
** ფულადი გზავნილების, კონვერტაციების განხორციელება;
** კომუნალური გადახდების შესრულება;

ანაზღაურება ხელზე ასაღები: 1100 ლარიდან + ბონუსები გეგმებიდან, წლიური პრემირების სისტემა, სამედიცინო დაზღვევა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@smartfin.ge. მიიღება მხოლოდ http://smartfin.ge/index.php/ka/career-ka ბმულიდან გადმოწერილი ანკეტის ფორმა.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე