Робота для біженців з України
კვების ტექნოლოგიის განყოფილების უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კვების ტექნოლოგიის განყოფილების უფროსი
მომწოდებელი: სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას კვების ტექნოლოგიის განყოფილების უფროსის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია კვების ან/და სურსათის წარმოების ტექნოლოგიის მიმართულებით);
** 5 (ხუთწლიანი) სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** კვების წარმოების ინდუსტრიის სრულფასოვანი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** განყოფილების საქმიანობის ხელმძღვანელობა და წარმართვა;
** კვების ტექნოლოგიის განყოფილების მუშაობის დაგეგმვა და კოორდინაცია;
** სტანდარტული რეცეპტების, ტექნოლოგიური ბარათებისა და კალკულაციების შედგენა/გადამოწმება;
** მომხმარებლის მოთხოვნებისა და სურვილების გათვალისწინებით მენიუს შედგენაზე კონტროლი;
** დოკუმენტის შექმნა სადაც თითოეული კერძი ჩაშლილი იქნება კალკულაციის მიხედვით და ნაჩვენები იქნება კერძის მომზადების წესები;
** ობიექტებზე, კერძებისა და პროდუქტების გამოსავლიანობების დასადგენად საკონტროლო-საჩვენებელი ხარშვების ჩატარებაზე კონტროლი;
** კვების ობიექტებზე ულუფების დაგეგმარების კონტროლი;
** საკვები პროდუქტების (ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები) და მზა კერძების (საგემოვნო თვისებები) ხარისხის კონტროლი;
** ობიექტის თანამშრომლებისათვის სამოქმედო ინსტრუქციების შედგენაში მონაწილეობა;
** მიმდინარე ან/და შესრულებულ საქმიანობაზე ანგარიშების მომზადება და წარდგენა ხელმძღვანელისთვის;
** HACCP-ის სტანდარტისა და სხვა სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინება;
** კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება და ხელმძღვანელის მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** კომუნიკაბელური;
** დისციპლინირებული/პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული;

ჩვენ გთავაზობთ:

ჯანმრთელობის დაზღვევას:

** ჯანსაღ სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი / 09:00-18:00სთ;
** ანაზღაურება: შეთანხმებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@scs.gov.ge, ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122, 2025 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე