Робота для біженців з України
სტერილიზაციის მედდა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტერილიზაციის მედდა
მომწოდებელი: Sovrano Dent
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკა "Sovrano Dent" აცხადებს ვაკანსიას სტერილიზაციის მედდის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი წერეთლის 61
განაკვეთი: ნახევარი
სამუშაო რეჟიმი: ორშაბათი-შაბათი (10:00-15:00; 15:00-20:00)
ანაზღაურება: შეთანხმებით

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტომატოლოგიური ინსტრუმენტების რეცხვა, დეზინფექცია, სტერილიზაცია (კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით)
** სტერილური ინსტრუმენტების დახარისხება, შენახვა და სწორად განთავსება სამუშაო სივრცეში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სამედიცინო განათლების დიპლომი საექთნო მიმართულებით.

უნარები და პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდურობა

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: info@sovranodent.ge

დაგვიკავშირდით: 0322 500 194
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე