Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

მისამართი: ბათუმი, შარტავას ქ. № 9 (სამშენებლო ობიექტი)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

1. საწყობში მიღებული სამშენებლო და დამხმარე მასალების ჩამოტვირთვა-დასაწყობება დახარისხება.
2. კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობა; პრიორიტეტი -1C
3. საწყობიდან გამოწერილი სამშენებლო და დამხმარე მასალების გაცემა-აღრიცხვა და დატვირთვის მონიტორინგი.
4. სამშენებლო და დამხმარე მასალების ნაშთის გადამოწმება და აღრიცხვა.
5. საწყობის ნაშთის და მარაგების კონტროლი.
6. საწყობში ჰიგიენის ნორმების და სანიტარული წესების დაცვა.
7. სამშენებლო მასალების და ინვენტარის დასაწყობება-შენახვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა.
8. უშუალო ხელმძღვანელის დავალებით დამატებითი ფუნქციების შესრულება მოვალეობის ფარგლებში.
9. დასაქმებული სამსახურებრივად ექვემდებარება პროექტის მენეჯერს, პროექტის დირექტორს, ბუღალტერიისა და ფინანსურ განყოფილებას და დირექტორს და ასრულებს მის მითითებებს და დავალებებს, ასევე ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია მათ წინაშე.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

1. პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
2. პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
3. წინასწარ განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადებში მუშაობა;
4. შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
5. გუნდური მუშაობის უნარი.
6. პუნქტუალურობა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
7. დროის ეფექტური მენეჯმენტი, დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;

სამუშაო პირობები:

1. სამუშაო ადგილმდებარეობა: ბათუმი
2. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 09:00 -18:00 (13:00-14:00 შესვენება)

infopmi@metropol.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე