Робота для біженців з України
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ნავნე
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
"ნავნე" არის ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი. კომპანია 17 წელია ოპერირებს ბაზარზე და ფლობს 23 მაღაზიას (1 აუთლეტ მოლს) მთელი საქართველოს მასშტაბით.

"ნავნეს" მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავის მოვლის საშუალებები, დეკორატიული კოსმეტიკა და აქსესუარები, ასევე NAVNE HOME - სადაც სახლისათვის ყველა საჭირო ნივთია წარმოდგენილი.

კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე
სამუშაო საათები - 10:00-18:00/13:00-21:00
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** შემომავალ სატელეფონო ზარებზე და ფეისბუქ შეტყობინებებზე პასუხი
** მიღებული ზარების გაანალიზება
** მოთხოვნის შესაბამისად არსებული პროდუქციის მოძიება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს სფეროში გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
** უცხო ენების რუსული/ინგლისურის საშუალო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** მომხმარებელზე ფოკუსირება
** დამაჯერებლობა
** საზოგადოებასთან კომუნიკაცია
** მოსმენის უნარი
** კონფლიქტური სიტუაციის მართვა-განმუხტვა
** პრობლემის ანალიზი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე