Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=674703&print=yes&view=jobs
 
პრე-პრეს დიზაინერი პოლიგრაფიის მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრე-პრეს დიზაინერი პოლიგრაფიის მიმართულებით
მომწოდებელი: სარეკლამო კომპანია დეიზი
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
სარეკლამო კომპანია "დეიზი" აცხადებს ვაკანსიას პრე-პრეს დიზაინერის პოზიციაზე, პოლიგრაფიის მიმართულებით.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი - სრული, 5 დღიანი სამუშაო კვირა 10:00-19:00 (ორშაბათი- პარასკევი) ოფისიდან
** სამუშაო ადგილი: თბილისი, მარცხენა სანაპირო, კოსმონავტების 49
** სუბორდინაცია: ექვემდებარება მთავარ დიზაინერს
** ანაზღაურება-განისაზღვრება კანდიდატის სამუშაო გამოცდილების და კვალიფიკაციის მიხედვით.

ძირითადი ამოცანები:

** სარეკლამო პროდუქციის დიზაინის შექმნა;
** დიზაინის, ტექსტის, ფერების დამუშავება ბეჭდვის სტანდარტების შესაბამისად;
** ფაილების კონვერტაცია საჭირო ფორმატებში;
** სარეკლამო ფაილების აწყობა შესაბამის პროგრამაში;
** სამუშაო ფაილის გამზადება დასაბეჭდად/დასამზადებლად მანქანა-დანადგარისთვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია პოლიგრაფიის სფეროში 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: Corel Draw, Adobe Photoshop,

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@daisy.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: პრე-პრეს დიზაინერი.

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება ტელეფონის საშუალებით დაკავშირება და გასაუბრების დანიშვნა.

კანდიდატის შერჩევისას კომპანია ითვალისწინებს მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაო გამოცდილებას და უნარ-ჩვევებს. შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატის დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

გაცნობებთ რომ შპს "დეიზი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ მისამართზე hr@daisy.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია