დასახელება:
შესყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ჩიზფარმი
|
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
|
რესტორანი "ჩიზფარმი", აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი;
გრაფიკი: სრული.
ფუნქციები და მოვალეობები:
** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და პროდუქციის შეძენა საუკეთესო პირობებით;
** შესყიდვების პროცედურების და ზოგადი პოლიტიკის შექმნა, დაგეგმვა და მართვა;
** კომპანიის მიერ განსახორციელებელი შესყიდვების კოორდინაცია;
** შესყიდვების მოთხოვნის მიღება, დამუშავება, შეძენა და უკუკავშირის მიცემა;
** ბაზარზე არსებული შესასყიდი პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი შესწავლა;
** პროდუქციის ფასების მუდმივი შედარება, მომწოდებლების რეგულარული მონიტორინგი საუკეთესო ფასის მისაღებად;
** შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადება ფინანსურ და იურიდიულ დეპარტამენტებთან ერთად, დოკუმენტაციის ასახვა RS -ზე;
** მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
** მარაგების მართვა; პროდუქციის დეფიციტებისა და ჭარბი მარაგების კონტროლი;
** შესყიდვების ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტის მომზადება მენეჯმენტისათვის;
** რეგულარული ინვენტარიზაცია და შესყიდვების/მარაგების ბაზაში შეტანა.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასტუმროში/რესტორანში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** დაგეგმარების, მართვის, გადაწყვეტილების მიღების უნარები;
** კომუნიკაციის ეფექტურად განხორციელების უნარი;
** უცხო ენების სრულყოფილი ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ელ. მისამართზე: hrcheesefarm@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "შესყიდვების მენეჯერი".
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ყველის ქარხანა 1" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას ერთი წლის განმავლობაში.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|