Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=674692&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი - თბილისი, ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: პონტუს გონიო
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
შპს "პონტუს გონიო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: კანდიდატის საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად (ბათუმი ან თბილისი)
სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე (ერთ საათიანი შესვენებით), კვირაში 5 სამუშაო დღე.

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული ლიდების მიღება, შეფასება და დამუშავება;
** პოტენციური ინვესტორისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება პროექტის შესახებ;
** შეთავაზებების მომზადება და პრეზენტაციების ჩატარება;
** გაყიდვების გეგმის შესრულება და შედეგების ანალიზი;
** უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციების კვლევა;
** CRM სისტემაში ინფორმაციის რეგისტრაცია და განახლება;
** ბროკერებთან თანამშრომლობა და ტრენინგების ჩატარება;
** გაყიდვების ანგარიშგებების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა, (თურქული, არაბული ან პოლონური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** MS Office მაღალ დონეზე ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული.
** კონფიდენციალურობის დაცვა.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (გაყიდვების მენეჯერი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გთხოვთ რეზიუმე გადმოაგზავნოთ კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: hr@pontus.ge

აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "პონტუს გონიო"-მ განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასვე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს-ში "პონტუს გონიოში" ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: hr@pontus.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია