დასახელება:
შემცვლელი მასწავლებელი
|
მომწოდებელი:
ათასწლეულის სკოლა
|
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
|
"ათასწლეულის სკოლაში" გვჯერა, რომ თითოეული ადამიანს უნიკალური შესაძლებლობები და მისწრაფებები აქვს.
ათასწლეულის სკოლა არის სკოლა, სადაც სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეები სკოლაშივე სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობების, მისწრაფებების გამოვლენასა და სასარგებლოდ გამოყენებას.
შეგიძლიათ იხილოთ ათასწლეულის სკოლის დამრიგებლებისა და მასწავლებლების მიერ განხორციელებული სასწავლო პროექტები.
"ათასწლეულის სკოლა" აცხადებს კონკურსს შემცვლელი მასწავლებლის პოზიციაზე.
ათასწლეულის სკოლის შემცვლელი მასწავლებელი:
** საჭიროების შემთხვევაში ანაცვლებს ძირითად მასწავლებელს/დამრიგებელს;
** მუშაობს დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებთან, არის მათი მხარდაჭერა ინდივიდუალურ და ჯგუფურ აქტივობებში;
** მასწავლებელს/დამრიგებელს ეხმარება დაგეგმილი გაკვეთილების, პროექტებისა და კლასგარეშე აქტივობების განხორციელებაში;
** მოსწავლეთა აკადემიური და სოციო-ემოციური უნარების განვითარებაში მხარდაჭერას;
** თანამშრომლობს სკოლის კლასობრივ კოორდინატორთან, ფსიქოლოგთა გუნდთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრიატის დიპლომი. სასურველია განათლება დაწყებითი სკოლის პედაგოგიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის ან ბუნებისმეტყველების მიმართულებით.
** სასურველია, სკოლის ასაკის მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება, მათ შორის არაფორმალური განათლების ფარგლებშიც.
გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეულ, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას გულისხმობს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@millennium-school.org. აუცილებელია რომ აპლიკანტმა პოზიციის დასახელება მიუთითოს subject-ის ველში.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. საბუთების მიღება მიმდინარეობს 10 ნოემბრის ჩათვლით.
განაცხადის გაკეთებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია და დოკუმენტები შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, შესაძლოა, შეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
პერსონალურ მონაცემებს შპს "ათასწლეულის სკოლა" დაამუშავებს ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ასევე, პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში - შრომით-სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის მიზნით.
თქვენი რეზიუმე შეინახება განცხადების გაკეთებიდან ერთი წლის ვადით და გამოყენებული იქნება 2025-2026 სასწავლო წლის მანძილზე ვაკანტური პოზიციის წარმოშობის შემთხვევაში.
სკოლაში პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის და პირობების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ სკოლის ვებგვერდზე millennium-school.org.
|
|
|
|