დასახელება:
დაწყებითი საფეხურის ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
ათასწლეულის სკოლა
|
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
|
"ათასწლეულის სკოლაში" გვჯერა, რომ თითოეული ადამიანი უნიკალური შესაძლებლობებით და მისწრაფებებით იბადება. პიროვნების შესაძლებლობებისა და მისწრაფებების გამოვლენა, გამოყენება ხდება ცხოვრებაში, ამიტომ ჩვენი სასწავლო პროცესი არის ცხოვრება. ათასწლეულის სკოლა არის სკოლა, სადაც სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეები აქ და ახლა, ცხოვრებაში სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობების, მისწრაფებების გამოვლენას და სასარგებლოდ გამოყენებას.
მოცემულ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ათასწლეულის სკოლის დამრიგებლებისა და მასწავლებლების მიერ განხორციელებული სასწავლო პროექტები- http://www.millennium-school.org/ge/proektebi
"ათასწლეულის სკოლა" - აცხადებს კონკურსს დაწყებითი საფეხურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
დაწყებითი საფეხურის ხელმძღვანელის ფუნქციებია:
** მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებისა და სოციალურ-ემოციური უნარების განვითარების მონიტორინგი;
** კლასის დამრიგებლებისა და მასწავლებლების თანამშრომლობის პროცესის კოორდინირება;
** შესაბამისი ერთეულის კოორდინატორებთან თანამშრომლობა;
** 1-6 კლასის ჩათვლით, დამრიგებლების გუნდთან ერთად, არაფორმალური სასწავლო ერთეულის "სხვა დღის", გახანგრძლივებულისა და დილის შეხვედრების დაგეგმვა;
** სკოლის ფსიქოლოგთა გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** დამრიგებლების გუნდში გუნდური სწავლების პრინციპების ჩამოყალიბებასა და მათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
** სკოლის ადამიანური რესურსების კოორდინატორთან ერთად დამრიგებელთა მოსამზადებელი პროგრამის შემუშავებასა და ახალი დამრიგებლების აყვანის პროცესის დაგეგმვა/განხორციელება;
** მშობლებთან კომუნიკაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ხარისხი განათლების ადმინისტრირების მიმართულებით;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია არაფორმალური განათლების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება და ინგლისური ენის ცოდნა.
გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეულ, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას გულისხმობს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@millennium-school.org. აუცილებელია რომ აპლიკანტმა პოზიციის დასახელება მიუთითოს subject-ის ველში.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. საბუთების მიღება მიმდინარეობს 10 ნოემბრის ჩათვლით.
განაცხადის გაკეთებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია და დოკუმენტები შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, შესაძლოა, შეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
პერსონალურ მონაცემებს შპს "ათასწლეულის სკოლა" დაამუშავებს ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ასევე, პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში - შრომით-სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის მიზნით.
თქვენი რეზიუმე შეინახება განცხადების გაკეთებიდან ერთი წლის ვადით და გამოყენებული იქნება 2025-2026 სასწავლო წლის მანძილზე ვაკანტური პოზიციის წარმოშობის შემთხვევაში.
სკოლაში პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის და პირობების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ სკოლის ვებგვერდზე millennium-school.org.
|
|
|
|