Робота для біженців з України
ტრენინგი - ISO 9001, ISO 14001 და ISO 45001 სტანდარტები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტრენინგი - ISO 9001, ISO 14001 და ISO 45001 სტანდარტები
მომწოდებელი: ISO Consulting
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
"ISO Consulting" გიწვევთ ცნობიერების ამაღლების ტრენინგზე "ISO 9001, ISO 14001 და ISO 45001 სტანდარტების გათვითცნობიერება და მათი დანერგვის ძირითადი პრინციპები".

ცნობიერების ამაღლების ტრენინგი სრულად დაფინანსებულია და ხორციელდება ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტ QUIS-ის ფარგლებში.

ლოკაციები და თარიღები:

I ეტაპი

** 2025 წლის ნოემბერი - დეკემბერი:
** თბილისი: 25 ნომებერი
** ბათუმი: 4 დეკემბერი
** ქუთაისი: 9 დეკემბერი

II ეტაპი

იანვარ-თებერვალში ტრენინგები ჩატარდება შემდეგ 3 ლოკაციაზე:

** ახალციხე: თებერვალი (თარიღი დაზუსტდება)
** ზუგდიდი: თებერვალი (თარიღი დაზუსტდება)
** თელავი: იანვარი (თარიღი დაზუსტდება)

ვის შეუძლია მონაწილეობა ?

ცნობიერების ამაღლების ტრენინგის სამიზნე აუდიტორიაა ინდუსტრიულ სექტორში მომუშავე კომპანიები, მათ შორის:

** სამშენებლო სექტორი (მშენებლობა, პროექტირება, სამშენებლო მასალების წარმოება)
** ტექსტილის მწარმოებლები
** ხის პროდუქტების და სათამაშოების მწარმოებლები
** ავეჯის მწარმოებლები
** დაბალვოლტიანი მოწყობილობები (LVD) მწარმოებლები
** პერსონალური დაცვის საშუალებები (PPE) მწარმოებლები

მონაწილეობის მიღება ასევე შეუძლიათ იმ კომპანიებს, რომლებიც მომსახურებას უწევენ ზემოაღნიშნულ სექტორებს, მაგალითად:

** ლოგისტიკური კომპანიები
** სამშენებლო ზედამხედველობის ორგანოები
** სამშენებლო ლაბორატორიები ან სხვა სერვის პროვაიდერები

გთხოვთ გაითვალისწინოთ: პროექტი არ ფარავს სამედიცინო, სურსათის წარმოების/მიწოდების, სასმელების წარმოების/მიწოდების, თამბაქოს, აგროსექტორის საქმიანობებს.

როგორ დავრეგისტრირდე?

ცნობიერების ამაღლების ტრენინგზე დასასწრებად დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:

** ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლია ორგანიზაციიდან მხოლოდ ერთ წარმომადგენელს
** მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია

სრული ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის, ეწვიეთ ბმულს
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე