დასახელება:
მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
პისიშოპ.ჯი
|
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
|
შპს "პისიშოპ.ჯი" კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ქსელია.
კომპანია 2005 წელს დაარსდა.
კომპანიაში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების ციფრული ტექნიკის ყველაზე დიდი ასორტიმენტი.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://pcshop.ge/
კომპანია "პისიშოპ.ჯი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
ხელფასი: კვალიფიკაციის შესაბამისად
სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:
** მარკეტინგული სტრატეგიის, მიზნების შემუშავება და განხორციელება;
** კომპანიის მიზნებთან შესაბამისი მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა;
** გაყიდვების და ბრენდის ცნობადობის ზრდაზე ორიენტირებული აქტივობების დაგეგმვა;
** ბაზრის და მომხმარებლის ქცევის ანალიზი;
** Facebook, Instagram, TikTok, Google Ads და სხვა არხებზე კამპანიების დაგეგმვა და მართვა;
** სარეკლამო კონტენტის სტრატეგიის შედგენა. შედეგების მონიტორინგი და ანალიტიკა;
** კომპანიის ბრენდის იდენტობის შექმნა, მართვა და განვითარება;
** ვიზუალური მასალების მომზადების ზედამხედველობა (ბანერები, ვიდეოები, პოსტერები, სტიკერები და სხვ.);
** ფილიალებში POS მასალების (პოსტერი, ბანერი, ფასდაკლების სტიკერები და ა.შ.) განაწილება;
** აქციების, ფასდაკლებებისა და პრომო კამპანიების დაგეგმვა;
** პარტნიორ ბრენდებთან ერთობლივი მარკეტინგული პროექტების კოორდინაცია;
** მარკეტინგული ხარჯების ბიუჯეტის შედგენა და განაწილება;
** კამპანიების შეფასება და ანგარიშგება მენეჯმენტთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მარკეტინგის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** გრაფიკული პროგრამების ცოდნა, Adobe Photoshop, Adobe Illustrator ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარება;
** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** პრეზენტაბელურობა;
** მოტივირებულობა;
** თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სწავლას და კარიერულ წინსვლას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად მისამართზე: vacancy@pcshop.ge. გთხოვთ, ვაკანსიის დასახელება მიუთითეთ სათაურის ველში.
|
|
|
|