Робота для біженців з України
უმცროსი იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი იურისტი
მომწოდებელი: J&J Consulting
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
J&J Consulting ქართულ ბაზარზე ოპერირებადი აქტიურად მზარდი იურიდიული კომპანიაა, რომელიც როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით სრულ იურიდიულ სერვისს სთავაზობს.

ჩვენი მუდმივი კორპორატიული კლიენტები არიან მსხვილი სამშენებლო, სამედიცინო და ფინანსური დაწესებულებები, წამყვანი სადისტრიბუციო და ლოჯისტიკური კომპანიები და სხვა ტიპის ქართული, თუ საერთაშორისო კომპანიები. დარგის წამყვანი სპეციალისტების მეშვეობით სამართლებრივი ტრენინგების სისტემატიური გამართვის გზით კომპანია მუდმივად უზრუნველყოფს დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებას, რათა კონტრაქტორებისათვის გასაწევი იურიდიული მომსახურება გამოირჩეოდეს მაღალი ხარისხით.

J&J Consulting აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.

** ადგილმდებარეობა: თბილისი, Tiflis Business Center"
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები:
** სამართლებრივი დოკუმენტაციის, შიდა აქტების, ხელშეკრულებების პროექტების, კორესპონდენციების მომზადება და ანალიზი;
** კომპანიის წარმოდგენა და მისი ინტერესების დაცვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში, წარმომადგენლობა სახელმწიფო ორგანოებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში;
** ქვეყნის საკანონმდებლო ბაზაში მიმდინარე სიახლეების კონტროლი და სამუშაო პროცესში გამოყენება;
** წარმომადგენლობა საერთო სასამართლოში, არბიტრაჟებში და აღსრულების ეროვნულ ბიუროში, სააღსრულებო პროცესის კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: info@jjc.ge

სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, J&J Consulting ახორციელებს კანდიდატთა პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე