Робота для біженців з України
მომარაგებისა და საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომარაგებისა და საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: დეკოლაინი
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
"დეკოლაინი" აცხადებს ვაკანსიას მომარაგებისა და საწყობის მენეჯერი თანამდებობაზე.

დაქვემდებარება: შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერს

პოზიციის მიზანი:

დაეხმაროს შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერს მასალების, ინვენტარისა და პროდუქტების დროულ და ორგანიზებულ მიწოდებაში, აგრეთვე უზრუნველყოს საწყობის გამართული მუშაობა და აღრიცხვა.

ძირითადი მოვალეობები:

მომარაგების პროცესში დახმარება:

** მონაწილეობს შესყიდვების მოთხოვნების შეგროვებაში ობიექტებიდან.
** ამზადებს ფასების შედარების ცხრილებს და წინასწარ შეკვეთებს მენეჯერის მითითებით.
** ეხმარება კომერციული შეთავაზებების მოძიებასა და მიმწოდებლებთან კომუნიკაციაში.
** უზრუნველყოფს შეკვეთილი მასალების დროულ მიღებას და შესაბამისი დოკუმენტების მოწესრიგებას.
** ამზადებს ფორმა 2-ბის და სხვა საჭირო დოკუმენტებს შესყიდვების მენეჯერისთვის.
** ინახავს და აახლებს შესყიდვებთან დაკავშირებულ ბაზებსა და ფაილებს.

საწყობის მართვაში დახმარება:

** იღებს და აფიქსირებს საწყობში შემოსულ მასალებს შესაბამისი ზედნადებით.
** უზრუნველყოფს მიღებული მასალების რაოდენობრივ და ხარისხობრივ შემოწმებას.
** აწარმოებს საწყობის ბალანსის აღრიცხვას (შემოსავალი/გასავალი/ნაშთი).
** ამზადებს მასალების გაცემის დოკუმენტებს ობიექტებზე.
** მონაწილეობს პერიოდულ ინვენტარიზაციაში.
** ზრუნავს საწყობის წესრიგსა და უსაფრთხოებაზე.

დამატებითი ვალდებულებები:

** ასრულებს შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერის დავალებებს დადგენილი ვადებით.
** უზრუნველყოფს ინფორმაციის დროულ მიწოდებას მენეჯმენტისთვის.
** იცავს შიდა დისციპლინისა და უსაფრთხოების წესებს.
** საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს მცირე ტრანსპორტირებას ან კოორდინაციას გადაზიდვებთან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: cv@decoline.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე