Робота для біженців з України
ჭურჭლის მრეცხავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჭურჭლის მრეცხავი
მომწოდებელი: ბატუტის ცენტრი
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
ბატუტ-ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე.

მისამართი: ქ. თბილისი, გლდანი: V და VI მიკრორაიონებს შორის; ილია ვეკუას ქუჩა #42

ფუნქცია-მოვალეობები: სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით, ბავშვთა დაბადების დღის ცენტრში გამოყენებული ჭურჭლის რეცხვა, შენახვა და სამზარეულოს მოწესრიგება.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სამუშაო სივრცეში (დაბადების დღის ცენტრი) მუდმივი წესრიგის კონტროლი და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა, დისციპლინა;
** სისუფთავეზე ორიენტირებული.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 900 ლარი;
** სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სავაჭრო ცენტრი, გლდანი: V და VI მიკრორაიონებს შორის, ილია ვეკუას ქუჩა #42.

შესაბამისი გამოცდილების და ინტერესების მქონე კანდიდატებს გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი ინტერესი შემდეგ მეილზე რეზიუმეს გამოგზავნით: Career@mpd.ge (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება)

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე