Робота для біженців з України
კონსულტანტი, ავეჯის ამწყობი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი, ავეჯის ამწყობი
მომწოდებელი: ფლექსვუდი
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
"ფლექსვუდი" არის ავეჯის იმპორტიორი კომპანია, რომელიც ვაჭრობს საცალოდ და საბითუმოდ. "ფლექსვუდი" 10 წელი არის ბაზარზე და არის ერთადერთი უკრაინული ავეჯის იმპორტიორი დასავლეთ საქართველოში. კომპანია ასევე ახორციელებს ავეჯის იმპორტს სხვადასხვა ქვეყნებიდან. "ფლექსვუდი" ორიენტირებული არის ხარისხსა და ფასზე.

ავეჯის სახლი "ფლექსვუდი" აცხადებს ვაკანსიას ქალაქ ქუთაისში შემდეგ პოზიციებზე:

1. კონსულტანტი

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე;
** სამუშაო საათები: 10:00-18:00;
** ანაზღაურება: 900 ლარი (ზრდადი);
** მისამართი: ზ. გამსახურდიას N58გ, ქ. ქუთაისი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის მაღალ დონეზე კონსულტაციის გაწევა;
** მონაცვლეობით სალაროს პროგრამაში მუშაობა;
** კომპანიის Facebook-ის გვერდზე მომხმარებლისთვის პასუხის გაცემა;

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, თუმცა არ არის აუცილებელი;
** სასურველია Apex-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება, არქონის შემთხვევაში ჩვენ შეგასწავლით პროგრამას;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობიანი და მოწესრიგებული;
** კომუნიკაბელური;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ენერგიული და ხალისიანი;

2. ავეჯის ამწყობი

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე;
** სამუშაო საათები: 10:00-18:00;
** ანაზღაურება: ფიქსირებული 290 ლარი + გამომუშავება აწყობასა და მძღოლობაზე
** მისამართი: ზ. გამსახურდიას N58გ, ქ. ქუთაისი

ძირითადი მოვალეობები:

** ავეჯის აწყობა შოურუმში;
** ავეჯის მიღებისას კონტეინერის დაცლაში მონაწილეობა;
** კომპანიის მანქანით ავეჯის მომხმარებელთან მიწოდება და აწყობა;

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, არქონის შემთხვევაში ჩვენი შეგასწავლის ავეჯის აწყობას;
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა (მექანიკა);

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობიანი და მოწესრიგებული;
** კომუნიკაბელური;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ენერგიული და ხალისიანი;

კომპანია გთავაზობთ:

** მეგობრულ და კომფორტულ გარემოს;
** კარიერული წინსვლის პერსპექტივას;

თუ გსურთ გახდეთ ფლექსვუდის გუნდის წევრი გამოგვიგზავნეთ CV ელ. ფოსტაზე: info.flexwood@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 550 500 007 (CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე