Робота для біженців з України
ადმინისტრაციული და მომსახ. დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული და მომსახ. დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ოქტომბერი
სსიპ - "სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას: ადმინისტრაციული და მომსახურების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი.

ანაზღაურება: 3212 ლარი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობები:

1. მონაწილეობს სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრაში;
2. კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს შესყიდვების პროცედურებს და განხორციელებული შესყიდვების შესახებ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარსადგენად ამზადებს ანგარიშებს;
3. დამტკიცებული გეგმის შესაბამისად, განსაზღვრავს შესყიდვის საშუალებას და კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს დოკუმენტაციას;
4. ამზადებს კვარტალური ანგარიშების პროექტებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით წარადგენს სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში;
5. "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების შესაბამისად, ამზადებს სააგენტოს მიერ შერჩეულ მიმწოდებელთან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებს და უზრუნველყოფს მათ გაფორმებას;
6. ახორციელებს კონტროლსა და ზედამხედველობას მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე;
7. ასრულებს შესყიდვებთან დაკავშირებულ სხვა ფუნქციებს და ხელმძღვანელობის მიერ მიცემულ სხვა დავალებებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა უმაღლესი განათლება;
** სავალდებულოა სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაეცნოთ კონკურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას და წარმოადგინოთ განაცხადი მოცემული ბმულის მეშვეობით: https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/96032?active=1

სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო არის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია უზრუნველყოს სარკინიგზო უსაფრთხოება, სარკინიგზო ტრანსპორტის ფუნქციონირების ორგანიზაციულ-სამართლებრივი მოწესრიგება და ამ სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა.

სააგენტოს საქმიანობის ძირითადი საგანია სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროს რეგულირება და ზედამხედველობა საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სააგენტო ახორციელებს ამ სფეროს ტექნიკურ რეგულირებას.

სააგენტოში დასაქმებით მოგეცემათ შესაძლებლობა შეიტანოთ თქვენი წვლილი საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის განვითარებაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე