დასახელება:
სამშენებლო საყალიბე სისტემების საწყობის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
გრიდ ქონსთრაქშენი
|
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
|
სამშენებლო კომპანია "გრიდ ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო საყალიბე სისტემების საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად.
ძირითადი ფუნქციები:
** ახალი და დაბრუნებული საყალიბე ელემენტების მიღება/გაცემა შემოსული და გამავალი აქტის საფუძველზე;
** დაზიანებული ელემენტების იდენტიფიცირება და აღრიცხვა;
** შეკვეთილი კომპლექტების ანალიზი ობიექტის მოთხოვნის შესაბამისად;
** საწყობის მატერიალური ნაშთების ყოველდღიური კონტროლი და მონაცემების შეყვანა Excel-ში;
** ინვენტარიზაციის ჩატარება პერიოდულად;
** საწყობის ბალანსის დადასტურება პასუხისმგებელ პირთან;
** საყალიბე სისტემების ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება;
** უსაფრთხოების ნორმების დაცვა მასალების აწევა-გადატანისას;
** დაზიანებული ელემენტების შესაკეთებლად ან ჩამოსაწერად გადაცემა შესაბამის განყოფილებაში;
** სამუშაო ჯგუფის კოორდინაცია;
** საწყობის ტერიტორიის ორგანიზება ისე, რომ მოხდეს სწრაფი და უსაფრთხო მოძრაობა;
** გაცემის პროცესის ოპტიმიზაცია პროექტების მიხედვით;
** ტვირთის გადაზიდვის, ზედნადებებისა და დაბრუნების ფორმების შევსება;
** მუდმივი კომუნიკაცია ლოჯისტიკის, ტექნიკური დეპარტამენტისა და პროექტის გუნდებთან;
** ანგარიშგება ხელმძღვანელისადმი საწყობის სტატუსის შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საყალიბე სისტემების (Doka) კომპონენტების ცოდნა;
** საწყობის აღრიცხვისა და დოკუმენტაციის გამოცდილება;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა, სიზუსტე, პასუხისმგებლობა;
** Excel-ისა და Autocad პროგრამების ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: gridconstructioninfo@gmail.com. ასევე, გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება subject-ში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
|
|
|
|