Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=674606&print=yes&view=jobs
 
ხარჯთაღმრიცხველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე, სამშენებლო მიმართულებით.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ფეიქრების ქუჩა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ

ძირითადი მოვალეობები

** სამშენებლო სარემონტო დეპარტამენტის მიერ შესრულებულ პროექტებზე ფორმა 2-ის შედგენა სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით.
** კომუნიკაცია ფინანსურ და ანალიტიკურ ჯგუფებთან ჩამოწერილ მასალებზე ინფორმაციის მოძიების მიზნით და შედარება სტანდარტებით (სნიპი) დადგენილ ნორმებთან.
** თანამშრომლობა GIS-ის სამსახურთან ტექნიკური ინფორმაციის დაზუსტების მიზნით.
** მონაწილეობა შესრულებული სამუშაოს აღწერასა და სტატისტიკის წარმოებაში.
** შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.
** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის ცოდნა.
** ფორმა 2-ის შედგენის ცოდნა.
** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების, მათ შორის "სნიპი"-ს ცოდნა.
** MS Office პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი.
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დედლაინების მართვის უნარი.
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge. გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია